ნოე რამიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
1905 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში. მენშევიკთა ორგანიზაციების არალეგალურ ყრილობაზე ის აირჩიეს ბიუროს წევრად. იყო რსდმპ(მ) კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. ცნობილი იყო ორატორული ნიჭით, აქტიურად გამოდიოდა დისკუსიებზე [[ბოლშევიკები]]ს წინააღმდეგ და მონაწილეობდა პროვინციებში გამართულ დისკუსიებში ბოლშევიკთა გავლენის შესამცირებლად. [[ნოე ჟორდანია]]სთან ერთად ხელმძღვანელობდა მენშევიკების არალეგალურ ჟურნალ „სოციალ-დემოკრატს“. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის]] დროს იყო ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორი თბილისში, ჩართული იყო შეიარაღებული „წითელი რაზმების“ ფორმირებაში. „ოხრანკის“ მასალებში მოიხსენიებდნენ რევოლუციური ტერორის მამად. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მაგრამ ახერხებდა თავის დახსნასა და იატაკქვეშა მოძრაობაში დაბრუნებას. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ხელმძღვანელობდა დასუსტებული ორგანიზაციების აღდგენას, იყო არალეგალური პარტიული გამოცემების ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა]]ს არჩევნებისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიას. 1907 წელს, ლონდონში რსდმპ-ის V ყრილობაზე მონაწილეობდა როგორც თბილისის ორგანიზაციის დელეგატი, აირჩიეს ცკ-ის წევრად მენშევიკებისგან.
 
1908–1910 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სწავლობდა [[მარქსიზმი|მარქსიზმს]], ეცნობოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, იყო [[ლაიფციგის უნივერსიტეტი]]ს თავისუფალი მსმენელი. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნიერება და ფილოსოფია. ამ პერიოდში მოამზადა ნაშრომი „ისტორიული მატერიალიზმი“. 1908 წელს ლაიფციგიდან ჟენევაში ჩავიდა რსდმპ ცეკა-ს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც დაუპირისპირდა [[სტალინი|სტალინს]], რასაც ამ ორს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.<ref>''სულაძე გ''. „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები“ გვ. 252 — 2012</ref> 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში. 2 ნოემბერს დააპატიმრეს და გადაახალეს დონის როსტოვში. იყო როსტოვში ქართველ გადასახლებულთა კოლონიის ხელმძღვანელი. 1913 წელს რამდენიმე თვით მუშაობდა პეტროგრადში სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში, შემდეგ კი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და ხელმძღვანელობდა არალეგალურ პარტიულ პრესას ჯერ ქუთაისში, 1914 წლიდან კი თბილისში. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს იყო პარტიაში ნაციონალური საკითხის გადაჭრის მიზნით დისკუსიების ინიციატორი.
 
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაინიშნა [[თბილისის მაზრა|თბილისის მაზრის]] კომისრად. იმავე წელს იყო თბილისის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1917 წელს რსდმპ(მ) სიით აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, მაგრამ პეტროგრადში გამგზავრებამდე ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება გარეკეს. 1917 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილი აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს და წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი. [[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] დაინიშნა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] შინაგან საქმეთა მინისტრად. იყო [[ბათუმის ხელშეკრულება (1918)|ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის]] თავმჯდომარე [[ოსმალეთის იმპერია]]სთან მოლაპარაკებებისას.
ხაზი 60:
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, [[1921]] წლის [[17 მარტი|17 მარტს]], რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო ევროპის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის პროპაგანდისთვის შექმნილი კომისიის წევრი, [[აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]] აქტიური ორგანიზატორი. რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული [[პოლონეთი]]ს მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა [[პრომეთეიზმი|პრომეთეისტულ]] მოძრაობაში.
 
[[1930]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერის]] ქართველმა ემიგრანტმა [[პარმენ ჭანუყვაძე]]მ „[[ჩეკა|ჩეკას]] <nowiki/>დავალებით მოკლა პარიზში, იტალიის მოედანზე. დაკრძალეს ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი გადაასვენეს [[ლევილი|ლევილში]]. [[დიდი ტერორი|საბჭოთა რეპრესიების]] მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი, რომელიც საქართველოში იყო დარჩენილი. 1949 წელს ყაზახეთში გადაასახლეს ნოე რამიშვილის და, 87 წლის მართა რამიშვილი.
 
==ბიბლიოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_რამიშვილი“-დან