TCP/IP: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: TCP/IP იგივე (Transmission Control Protocol/Internet Protocol) დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრ...
(განსხვავება არ არის)

18:15, 7 ივნისი 2018-ის ვერსია

TCP/IP იგივე (Transmission Control Protocol/Internet Protocol) დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ პროტოკოლთა სტეკს წარმოადგენს TCP/IP Internet-ი და მრავალი ორგანიზაცია საკუთარ Intranet ქსელში იყენებს TCP/IP სტეკს მისი თავსებადობისა და მასშტაბირებადობის შესაძლებლობის გამო. TCP/IP სტეკს შეუძლია დააკავშიროს სხვადასხვა რაოდენობის კვანძები მეინფრეიმული სისტემებიდან დაწყებული, ქსელური სერვერების, desktop კომპიუტერების და ასობით მოწყობილობის ჩათვლით. TCP/IP სტეკის ფართოდ გავრცელება არ ნიშნავს, რომ ის მატივი დასაკონფიგურირებადი პროტოკოლია. მიმდინარე ლექციაზე ვისაუბრებთ TCP/IP სტეკში დამისამართების სქემაზე.

TCP/IP საწყისები

მას შემდეგ რაც გავეცანი TCP/IP სტეკში განსაზღვრულ ზოგიერთ პროტოკოლს TCP/IP სტეკის შესწავლა დავიწყოთ მისი კონფიგურაციის შესწავლით. TCP/IP სტეკის კონფიგურირების საკითხი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მასში გამოყენებული მოწყობილობათა დამისამართების სქემასა და სისტემათა კონფიგურირებაზე. განვიხილოთ მარტივი სისტემისთვის TCP/IP პარამეტრები კონფიგურირების საკითხი

TCP/IP პარამეტრები

TCP/IP სტეკის კონფიგურირება გულისხმობს სისტემის სწორად კონფიგურირების ცოდნას. სისტემის TCP/IP პარამეტრების დასაკონფიგურირებლად საჭიროა IP მისამართის, Subnet Mask-ისა და Default Gateway-ის სწორად განსაზღვრა და დაკონფიგურირება. განვიხილოთ თითოეული.

IP მისამართი

IP მისამართი არის 32 თანრიგა უნიკალური მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება სისტემას ლოგიკური იდენტიფიკატორის როლში. ასეთი იდენტიფიკატორის გარეშე შეუძლებელია ქსელში ჩართული სისტემის კომუნიკაცია ნებისმიერ სისტემასთან ლოკალურ ან გლობალურ ქსელში. ჩვეულებრივ, IP მისამართის ათობითი ჩანაწერი გამოიყურება როგორც, მაგალითად, 192.168.1.15. როგორც ვხედავთ ჩანაწერი შედგება სიმბოლო ‘.’ -თი (წერტილი) ერთმანეთისაგან გამოყოფილი 4 ნაწილისგან (ათობითი მნიშვნელობისგან). თითოეულ ამ ნაწილს ეწოდება ოქტეტი. ყოველი ოქტეტის მნიშვნელობა წარმოადგენს 8 ბიტის შესაბამისი მნიშვნელობის ათობით ჩანაწერში წარმოდგენის შედეგს. ყოველი IP მისამართი შედგება ორი ნაწილისაგან: ქსელის ID და ჰოსტის ID. იმ მიზნით, რომ განისაზღვროს ქსელის მიერ დაკავებული ბიტების რაოდენობა გამოიყენება Subnet Mask-ი. ბიტების ის რაოდენობა, რომელიც ქსელის ID-ს ავსებს 32 თანრიგა IP მისამართამდე ქსელში წარმოადგენს ჰოსტის ნაწილს. IP მისამართის ჰოსტის ნაწილით განისაზღვრება ქსელში სისტემათა რაოდენობა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=TCP/IP&oldid=3505137“-დან