ნოე რამიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა გლეხის ოჯახში. მისი მამა, ბესარიონ რამიშვილი, ხის სახლების აშენების ოსტატი იყო. ბესარიონ რამიშვილს და მაკა მგელაძეს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. ნოე მესამე ვაჟი იყო. 1887 წელს შევიდა სოფლის დაწყებით სკოლაში, სადაც ასწავლიდა [[ისიდორე რამიშვილი]]. 1890-1894 წლებში სწავლობდა [[ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი|ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში]]. 1894 წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერი სემინარიაში, სადაც ჩაება მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. რომლის დამთავრების შემდეგ, 1900 წელს ჩაირიცხა [[ტარტუს უნივერსიტეტი|იურიევის უნივერსიტეტში]], იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს 1901 წლის 3 მარტს. იქვე გახდა [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი. 1902 წლის თებერვალში აღადგინეს, მაგრამ რევოლუციური გამოსვლებისათვის საბოლოოდ გარიცხეს და გადაასახლეს კავკასიაში.
 
საქართველოში დაბრუნებულმა ნოე რამიშვილმა დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. ცხოვრობდა [[ბათუმი|ბათუმში]], ატარებდა კერძო გაკვეთილებს, ჩაერთო რსდმპ ბათუმის კომიტეტის მუშაობაში. 1903 წელს იყო ბათუმის კომიტეტის დელეგატი თბილისში რსდმპ კავკასიის საკავშირო კომიტეტის დაარსებისას. 1903 წლის ივნისში მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გურიის გლეხთა სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი. რამიშვილი იქცა ბათუმისა და გურიის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში. 1903 წელს მოამზადა არალეგალური წიგნაკი „სალდათობა“. 1904 წელს დატოვა ბათუმი, რადგან ჟანდარმერია სდევნიდა და დასახლდა თბილისში არალეგალური პასპორტით, აპოლონ სოფრომის ძე ლომაძის სახელით. იქ გახდა რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. 1904 წლის 3 ოქტომბერს დააპატიმრეს და გაგზავნეს ბათუმში. 18 ოქტომბერს მგზავრთა დახმარებით საბარგო სადგურზე ბადრაგს გაექცა. არალეგალურად ცხოვრობდა [[დონის როსტოვი|დონის როსტოვსა]] და ნოვოროსიისკში. იქ აგრძელებდა პარტიულ მუშაობას, იყო რსდმპ დონის კომიტეტის წევრი. პარტიაში განხეთქილების დაწყების შედეგ მიემხრო [[მენშევიკი|მენშევიკებს]]. მონაწილეობდა მენშევიკებისა და ბოლშევიკების დებატებში ბათუმში, ჭიათურაში, [[ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ხიდისთავში]].
 
1905 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში. მენშევიკთა ორგანიზაციების არალეგალურ ყრილობაზე ის აირჩიეს ბიუროს წევრად. იყო რსდმპ(მ) კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. ცნობილი იყო ორატორული ნიჭით, აქტიურად გამოდიოდა დისკუსიებზე [[ბოლშევიკები]]ს წინააღმდეგ და მონაწილეობდა პროვინციებში გამართულ დისკუსიებში ბოლშევიკთა გავლენის შესამცირებლად. [[ნოე ჟორდანია]]სთან ერთად ხელმძღვანელობდა მენშევიკების არალეგალურ ჟურნალ „სოციალ-დემოკრატს“. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის]] დროს იყო ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორი თბილისში, ჩართული იყო შეიარაღებული „წითელი რაზმების“ ფორმირებაში. „ოხრანკის“ მასალებში მოიხსენიებდნენ რევოლუციური ტერორის მამად. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მაგრამ ახერხებდა თავის დახსნასა და იატაკქვეშა მოძრაობაში დაბრუნებას. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ხელმძღვანელობდა დასუსტებული ორგანიზაციების აღდგენას, იყო არალეგალური პარტიული გამოცემების ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა]]ს არჩევნებისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიას. 1907 წელს, ლონდონში რსდმპ-ის V ყრილობაზე მონაწილეობდა როგორც თბილისის ორგანიზაციის დელეგატი, აირჩიეს ცკ-ის წევრად მენშევიკებისგან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_რამიშვილი“-დან