ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

219 ბაიტი წაიშალა ,  1 წლის წინ
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ფიჯის არქიპელაგი 1642 წელს აღმოაჩინა [[ნიდერლანდელები|ნიდერლანდელმა]] ზღვაოსანმა [[აბელ ტასმანი|აბელ ტასმანმა]], მაგრამ გავიდა 150 წელზე მეტი, სანამ პირველი ევროპელები დასახლდნენ ამ კუნძულებზე. პირველად ესენი იყვნენ გამოქცეული კატორღელები, ვაჭრები, გემების ჩაძირვის დროს გადარჩენილი მატროსები. შემდეგ მოვიდნენ [[მისიონერობა|მისიონერები]]. 1860-იანი წლებიდან ევროპელებმა ფიჯიზე დაიწყეს [[ბამბა (გვარი)|ბამბის]] პლანტაციების ჩამოყალიბება, ხოლო 1870-იანი წლებიდან ბამბა მსოფლიო ბაზარზე [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბის ბოჭკოზე]] ფასების დაცემის გამო შეცვალა [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწამმა]].
 
ფიჯის სახელმწიფოებრიობის დამაარსებლად ითვლება [[ტაკომბაუ]] (მთლიანი სახელი — რატუ სერუ ეპენისა ტაკომბაუ), რომელიც იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ფიჯის გზა ძველი დროიდან თანამედროვეობამდე. ახალგაზრდობაში [[კანიბალიზმი]]ს მიმდევარმა ტაკომბაუმ შემდგომში უარი თქვა ამ პრაქტიკაზე და მიიღო [[ქრისტიანობა]]. მან დააარსა თანამედროვე გაგებით პირველი პარლამენტი მის მიერვე გაერთიანებულ ქვეყანაში, ასევე ადმინისტრაცია ინგლისურ მანერაზე. 1871 წლიდან 1874 წლამდე პერიოდში ტაკომბაუ იყო დამოუკიდებელი და ერთიანი ფიჯის პირველი მეფე. მაგრამ 1874 წელს იგი ტახტიდან გადადგა [[დიდი ბრიტანეთი]]ს დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]] სასარგებლოდ, რათა [[ინგლისელები]]სთვის მიეცა შესაძლებლობა ფიჯიზე მოეგვარებინათ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, კერძოდ სხვადასხვა რეგიონების სწრაფვა გამოყოფისაკენ. ტაკომბაუ გადადგომის დღიდან გარდაცვალებამდე კუნძულებზე რჩებოდა ერთ-ერთ პატივსაცემ ადამიანად, „უზენაესი ბელადის“ ტიტულით.
 
1879 წლიდან, ფიჯიზე შაქრის პლანტაციების მუშა ძალით უზრუნველსაყოფად, ევროპელმა პლანტატორებმა დაიწყეს მუშების ჩამოყვანა [[ინდოეთი]]დან. თუმცა 1916 წელს ინდოელთა იმიგრაცია შეწყდა, მაგრამ მათი რაოდენობა მაღალი ბუნებრივი მატების გამო სწრაფად იზრდებოდა და 1945 წლისთვის რაოდენობით ინდოელები უკვე აჭარბებდნენ აბორიგენ ფიჯელებს. ფიჯიზე ინდური ენების [[დიალექტი|დიალექტების]] ჰიბრიდაციის შედეგად შეიქმნა ახალი ენა — [[ფიჯური ჰინდი]], რომელიც გავრცელებულია მიგრანტებს შორის, მაგრამ ოფიციალურად ეს ენა დღემდე არ არის აღიარებული, და მის მაგივრად განათლების და ადმინისტრაციულ სფეროში გამოიყენება [[ჰინდი-ურდუ]].