თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 39:
 
===მეფედ კურთხევა===
[[კახეთის აჯანყება (1605)|16051660 წლის კახეთის აჯანყებამ]] აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან [[1606]] წელს კახეთის მეფედ 16 წლის ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა, ოღონდ ქართველი მეფის კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. ისქანდერ მუნში შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის მეფედ კურთხევას შემდეგნაირად აღწერს: „ქართველებმა იმ სამეფო გვარის წესისა და კანონის თანახმად გაშალეს მისთვის ხელმწიფობის ხალიჩა და თეიმურაზ-ხანიც ძლევამოსილი და ბედნიერი ხელმწიფის ბრძანებითა და მითითებით შედგა იმ ხალიჩაზე. ქართველებმა ხელში აიღეს თაბახები ფულით და უნდოდათ დაეფრქვიათ მისთვის თავზე. მისმა უდიდებულესობამ როცა გაიცნო ეს მათი წესი და აზრდილობა, თავისი დიდი მოწყალების გამო ბრძანა, პირველი მე დავაყრიო თავზე ფულს. როცა მისმა უდიდებულესობამ ოქრო და ძვირფასი თვლები დააფრქვია მის თავზე, სახელოვანი ამირები და სამოთხის ბაღის მსგავსი წვეულების დამსწრენი ამის თანახმად მოიქცნენ და თითოეულმა მათგანმა თავისი ხარისხისა და პატივის შესაფერისად თავზე გადაყრის წესი შეასრულა.ქართველთა დიდებულებმაც ოქროსა და ვერცხლის ფული გადააყარეს თავს და დადგენილი კანონის მიხედვით თასი მისცეს და თასი გამოართვეს (თეიმურაზს). იმ დღეს გონების გასამხირულებლად და აზრისმოსალხენად ლხინის საფენები გაშალეს და იმ ხალხთან (ქართველებთან), რომლის სიმღერა და საუბარი უცხო რამ იყო, ილხენდნენ“<ref>ისქანდერ მუნში, გვ. 61</ref>.
 
შაჰ-აბასი თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა. სპარსულ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო მცოდნე თეიმრაზი, შაჰის აზრით, სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო საქართველოში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან