ვარლამ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:VarlamGvaladze.jpg|thumb|ვარლამ ღვალაძე (1942 წ.)]]
 
'''ვარლამ ზაქარიას ძე ღვალაძე''' (დ. [[5 ივნისი]], [[1893]], სოფელისოფ. [[მორძგვეთი]], ამჟამად [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[16 ივლისი]], [[1944]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[ბიოქიმია|ბიოქიმიკოსი]], პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მცენარეთა ბიოქიმიისა და ენოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, [[საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი|საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1942]]), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ([[1936]]), პროფესორი ([[1936]]). დაიბადა ზემო იმერეთის სოფ. მორძგვეთში, დეკანოზ ზაქარია ღვალაძის ოჯახში (ზაქარია იყო ჭიათურის რ-ნის სოფ. [[სვერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|სვერიდან]]). მისი უფროსი ძმა [[ელეფთერ ღვალაძე]] (1879-1955) იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
 
== ბიოგრაფია ==
 
ვარლამ ღვალაძემ დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) აგრონომიული ფაკულტეტი ([[1923]]) და ერთხანს იქვე მოღვაწეობდა. ითვლებოდა თსუ-ის პირველი რექტორის, პროფესორ [[პეტრე მელიქიშვილი|პეტრე მელიქიშვილის]] ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. [[1920]]-იანი წლების მეორე ნახევარში მივლინებული იყო ლენინგრადში (ამჟამად [[სანქტ-პეტერბურგი]]), ბიოქიმიის ინსტიტუტში. აქ იგი მუშაობდა აკადემიკოს ს. კორტიჩევის ლაბორატორიაში. აქ ვ. ღვალაძემ შეასრულა და გამოაქვეყნა თავისი ფართოდ ცნობილი ნაშრომი რძემჟავას დუღილის ქიმიის საკითხებზე. ეს გამოკვლევა მაშინვე გამოქვეყნდა გერმანულ და ფრანგულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. სამშობლოში დაბრუნების ([[1930]]) შემდეგ მეცნიერმა განაგრძო აქტიური მუშაობა დუღილის ქიმიის დარგში და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებას საქართველოში. [[1930]] მან მონაწი;ეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი) დაარსებაში და იმავე წელს დაინიშნა ქიმიის კათედრის დოცენტად და კომპლექსურ კვლევათა ლაბორატორიის გამგედ. [[1931]]-[[1935]] პარალელურად იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მის მიერვე დაარსებული ენოქიმიის ლაბორატორიის გამგე. [[1932]] გამოსცა ენოქიმიის დარგში პირველი ქართული სახელმძღვანელო. [[1936]] მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. სადოქტორო დისერტაციაში მის მიერ წამოყენებულ იქნა ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის სპირტის ბუნებრივი დუღილის დროს მიმდინარე ყველა უმთავრეს ქიმიურ პროცესს. მოგვიანებით, მისგან დამოუკიდებლად იგივე შედეგი მიიღო ფრანგმა პროფესორმა ჟენევუამ. მრავალი წლის შემდეგ, [[1962]] წელს, თბილისში, მეღვინეთა და მევენახეთა მსოფლიო კონგრესზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვ. ღვალაძის სამეცნიერო მემკვიდრეობას დუღილის ქიმიის დარგში. [[1936]] წელს მისი თაოსნობით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაარსდა ბიოორგანული ქიმიის კათედრა, რომელსაც თავად ედგა სათავეში გარდაცვალებამდე. [[1939]]-[[1943]] იყო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო [[1942]]-[[1943]] წლებში - პრორექტორი სამეცნიერო დარგში. [[1940]]-[[1944]] არჩეული იყო საქართველოს ქიმიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.
 
ვ. ღვალაძე გარდაიცვალა 1944 წელს, 51 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
ხაზი 18:
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ქართველი ბიოქიმიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 5 ივნისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1893]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 16 ივლისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1944]]
[[კატეგორია:ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_ღვალაძე“-დან