ძირტკბილა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ბოტი: Glycyrrhiza_glabra_MHNT.BOT.2011.3.43.jpg შეიცვალა Glycyrrhiza_echinata_MHNT.BOT.2011.3.43.jpg-ით)
((ბოტი: Glycyrrhiza_glabra_MHNT.BOT.2011.3.43.jpg შეიცვალა Glycyrrhiza_echinata_MHNT.BOT.2011.3.43.jpg-ით))
|synonyms = *''Glycyrrhiza glandulifera'' [[Franz de Paula Adam von Waldstein|Waldst]]. & [[Pál Kitaibel|Kit]].<ref name="grin"/>
|}}
[[ფაილი:Glycyrrhiza glabraechinata MHNT.BOT.2011.3.43.jpg|thumb|''Glycyrrhiza glabra'']]
 
'''ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra)''' — მრავალწლოვანი ბალახოვანი [[მცენარე]] [[პარკოსანთა ოჯახი]]სა, რომლის სამშობლოა სამხრეთი [[ევროპა]] და, ნაწილობრივ, [[აზია]]. აქვს კენტფრთისებრი [[ფოთოლი]], [[ფესურა]], იისფერი [[ყვავილი]], ზომით 0,8 - 1,2 სანტიმეტრი, [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] — 2-3 სანტიმეტრის სიგრძის პარკი, რომელშიც 1-8 [[თესლი]]ა. იზრდება 1 მეტრამდე სიმაღლისა. გავრცელებულია უმთავრესად [[სტეპი]]ს, [[ნახევრად-უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში. ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს [[გლიკოზიდები|გლიკოზიდებს]], [[საქაროზა]]ს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ [[თივა]]დ და სილოსად. 100 [[კილოგრამი]] თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ [[მედიცინა]]ში, აგრეთვე [[ლუდის წარმოება]]ში, [[კულინარია]]ში, [[საკონდიტრო საქმე]]ში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 [[ჰექტარი]] ძირტკბილას კარგი [[შალდამი]]დან შეიძლება 10-20 [[ტონა]] მზა [[ნედლეული]]ს მიღება.