დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
იტალიელმა მოგზაურმა [[ამერიგო ვესპუჩი]]მ დაამტკიცა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტი იყო. ახალ კონტინენტს ამერიგოს სახელი — [[ამერიკა]] ეწოდა.
 
•მოეწყო პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო- ფერნანდო მაგელანი 1519-1522წწ.
== მაგელანის მოგზაურობა ==
•აღმოჩენილი იქნა საზღვაო გზა ინდოეთისკენ აფრიკის შემოვლით-ვასკო და გამა 1497წ
{{მთავარი|ფერნანდო მაგელანი}}
[[ფაილი:Ferdinand Magellan.jpg|thumb|right|ფერნანდო მაგელანი]]
დასავლეთის გზით [[ინდოეთი|ინდოეთამდე]] მიღწევის იდეა [[1519]] — [[1522]] წლებში განახორციელა ესპანელთა ექსპედიციამ, რომელსაც სათავეში ედგა უდრეკი ნებისყოფის მქონე მამაცი პიროვნება [[ფერნანდო მაგელანი]]. მისი ექსპედიცია ხუთი გემით გავიდა [[ატლანტის ოკეანე]]ში. ფლოტილიამ გაიარა [[სამხრეთ ამერიკა]]სა და [[ცეცხლოვანი მიწა|ცეცხლოვან მიწას]] შორის მდებარე სრუტე, რომელსაც დღეს [[მაგელანის სრუტე|მაგელანის სახელი]] ჰქვია. შემდეგ ექსპედიცია შევიდა ოკეანეში. ოკეანე იმ მომენტში იმდენად მშვიდი იყო, რომ მაგელანმა მას „წყნარი“ უწოდა. ექსპედიციამ სამ თვეზე მეტი მოანდომა [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] გადალახვას. ახალ საკვებს და სასმელ წყალს მოკლებული ადამიანები სურავანდით ავადდებოდნენ, ბევრი მათგანი კვდებოდა.
 
[[1521]] წლის მარტში ექსპედიციამ [[ფილიპინები|ფილიპინებს]] მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა მკვიდრ მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან მხოლოდ ერთადერთი — „ვიქტორია“ დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური გადარჩა ცოცხალი. „ვიქტორიათი“ ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა მოგზაურობის ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი. „ვიქტორია“ იყო პირველი გემი, რომელმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა, რომ მას სფეროს ფორმა აქვს.
 
== სქოლიო ==