ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის იდეა უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც 1905 წელს შეადგინა პარტიის პროგრამა და რომლის განხორციელებაც ილიას მკვლელობის გამო წლებით გადაიდო. მხოლოდ 1917 წელს [[სპირიდონ კედია]]მ თანამოაზრეებთან ერთად (დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, [[ნიკო ნიკოლაძე]], [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[კონსტანტინე აბხაზი]] და სხვ.) ილიას მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის პირველ თავმჯდომარედაც თავად სპირიდონ კედია იქნა დასახელებული, ხოლო პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე, რომელიც პარტიის უხუცესი წევრი იყო. 1918-1921 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში წარმოადგენდა უმცირესობას. [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელ კრებაში]] პარტიამ რვა მანდატი მიიღო. კრების წევრები გახდნენ: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი გვაზავა, სპირიდონ კედია, [[გერონტი ქიქოძე]], იოსებ მაჭავარიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ასათიანი და პეტრე სურგულაძე. ექვთიმე თაყაიშილი კრების თავმჯდომარის მოადგილედ იქნა არჩეული.
 
გასაბჭოების შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატების დიდი ნაწილი სამშობლოში დარჩა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აჯანყებაში]], რომლის შედეგადაც ეროვნულ-დემოკრატების დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იქნა დახვრეტილი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატებმა პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძეს საფრანგეთში, ემიგრაციაში.
 
პარტია აღდგა [[1981]] წელს [[გიორგი ჭანტურია]]ს მიერ. ეროვნული მოძრაობის დაწყების წლებში, 1988 წელს სწორედ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ ინიციატორები ნოემბრის მასშტაბური აქციისა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გიორგი ჭანტურია ეროვნული მოძრაობის წლებში ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. ეროვნულ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1989 წელს ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას მიერ ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იყო საშიშროება ქართველ და ოს ხსალხს შორის ურთიერთდაპირისპირების, რასაც მართლაც მოჰყვა ქვეყნის ინტერესებისათვის არასასურველი შედეგები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია [[1990]] წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი. "მრგვალი მაგიდის" მიერ "ეროვნული ფორუმის" დატოვებისა და მათი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა ოპოზიციას და მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე 1990 წლის შემოდგომაზე.