აბსტრაქციონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Black Square.jpg|მინი|300პქ|[[კაზიმირ მალევიჩი]], "შავი კვადრატი", დაახ. 1915 წ.]]
[[ფაილი:FirstKandinsky, abstract1913, watercolorSans kandinskytitre 1910(Etude pour Composition VII, Première abstraction).jpg|მინი|300პქ|[[ვასილი კანდინსკი]], [[კანდინსკის პირველი აბსტრაქტული აკვარელი]], 1910.]]
'''აბსტრაქციონიზმი''', ''აბსტრაქციონიზმი'', ''უსაგნო ხელოვნება'', ''ნონფიგურაციული ხელოვნება'' — [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის საზოგადო და შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეული იმპულსების გამოხატვას. ის ეფუძნება მხატვრული ფორმის განყენებული ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის) საშუალებით არასახვითი კომპოზიციების შექმნას. ეს [[კომპოზიცია (მხატვრობა)|კომპოზიციები]] ან რაციონალისტურად მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს.