გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ვიკიფიცირება}}
'''გიგა შალვას ძე ჯაფარიძე''' (დ. [[29 მაისი]], [[1924]], [[ონი]]) — გ. ნოემბერი, [[2003]]) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). ჯაფარიძის ინიციატივით პირველად საქართველოში გაიხსნა სახალხო თეატრი [[ამბროლაური|ამბროლაურში]] (1959).
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა შალვა და ქეთევან ჯაფარიძეების სახელოვან ოჯახში. თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო გიგამ ვერ შეძლო დაესრულებია სწავლა და იგი უკან, ონში დაბრუნდა. სარაიონო კულტურის სახლში მან ჩამოაყალიბა აგიტ-მხატვრული ბრიგადა. გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას თეატრის მადლს სცხებდა. გიგამ საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა და სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო (მოსკოვის კინო-მსახიობთა ინსტიტუტის ფილიალი ).
 
გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა [[ამბროლაურის თეატრი]]ს სცენაზე დაიწყო. სწორედ, მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
{{DEFAULTSORT:ჯაფარიძე, გიგა}}
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 29 მაისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2003]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:ონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]