დუნაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის Natali.bre ცვლილებების გაუქმება. http://mastsavlebeli.ge/?p=9838 ზუსტი კოპირებაა
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 40:
* [http://www.life.com/image/first/in-gallery/44651/a-trip-down-the-danube A Trip Down the Danube]
* [http://www.alldanube.com Site dedicated to Danube]
 
== '''''მდინარე დუნაის  წყალშემკრები აუზი.''''' ==
 
*დუნაის ბუნებრივი რესურსების კომპლექსური გამოყენებისას მთავარი როლი მის  სატრანსპორტო მაგისტრალურ დანიშნულებას ენიჭება. ასევე  მეტად მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკაც. დუნაიზე მოქმედი ჰესების ჯამური წლიური გამომუშავება 42 000 გეგავატი/სთ -ია.  მათ შორის ყველზე მსხვილი  ჰესის – ჯერპადის ( რუმინეთისა და სერბეთის  საზღვარი) ელექტროენერგიის გამომუშავება საათში 11 500 გეგავატს შეადგენს. დუნაის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც წყალმომარაგების წყაროს  მის აუზში მდებარე ქვეყნებისათვის. დუნაის წყალს იყენებენ  მის ქვემო და შუაწელში არსებული მიწების სარწყავად. მდინარეზე თევზჭერას კი  უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის  ეკონომიკაში. საუკუნეების განმავლობაში დუნაი მნიშვნელოვან სავაჭრო გზას წარმოადგენდა და ამ დროის მანძილზე ადამიანი და ბუნება შედარებით ჰარმონიულად არსებობდა. უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დუნაის ეკოსისტემა,    განსაკუთრებით კი დელტის ნაწილში, საკმაოდ დაზარალდა ანთროპოგენული ზემოქმედების  გამო. მიწების ინტენსიურმა დაშრობამ წყლის სისტემების დაბინძურება გამოიწვია, რასაც ბიოლოგიური სახეობების შემცირება მოჰყვა. ჯერ კიდევ 1856 წელს შეიქმნა დუნაის ევროპული კომისია, რომლის წევრებიც ავსტრია, რუსეთი და ასევე ზოგიერთი არადუნაისპირა ქვეყანები (საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, პრუსია, სარდინია და თურქეთი) იყვნენ. ეს ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც დუნაის გამოყენების პრობლემების საერთაშორისო-სამართლებრივი ფორმით  დარეგულირებას ცდილობდა. დუნაის თანამედროვე საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი  გემების მიმოსვლის რეჟიმის შესახებ ბულგარეთის კონვენციით (1948 წლის 18 აგვისტო) და დამატებითი ოქმითაა (1998 წლის 26 მარტი) განსაზღვრული. კონვენციას ხელი მოაწერა ყველა დუნაისპირა ქვეყანამ და რუსეთმა.  1994 წელს დუნაისპირა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის კონვენციას დუნაის წყლის დაცვისა და დაბალანსებული გამოყენების შესახებ. აფრიკაში საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდესი მდინარეებია ნილოსი,  კონგო  და  ნიგერი. ჩვენი პლანეტის  უგრძესი მდინარე ნილოსი რუანდის, კენიის, ტანზანიის, უგანდის, ეთიოპიის, სამხრეთ სუდანის, სუდანის და ეგვიპტის ტერიტორიებზე გადის და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ნილოსის წყლის რესურსებს ეს ქვეყნები უკვე  მრავალი წელია ერთობლივად იყენებენ წყალმომარაგებისთვის, სანაოსნოდ, ასევე სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე საერთაშორისო მნიშვნელობის მდინარეა დედამიწის ყველაზე წყალუხვი მდინარე  ამაზონი, რომლის სიგანე ზოგიერთ ადგილას 150 მილს აღწევს. ამაზონისპირა ქვეყნების – ბოლივიის, ბრაზილიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორის გემებს მასზე თავისუფალი ცურვის შესაძლებლობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ  მათ შორის რაიმე ოფიციალური შეთანხმება დღემდე არ არსებობს. აზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მეკონგი ექვსი ქვეყნის  –  ჩინეთის, მიანმარის, ლაოსის, ტაილანდის, კამბოჯის და ვიეტნამის ტერიტორიებზე მიედინება და მისი რეჟიმის  საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება რეგიონალური თანამშრომლობის ჩარჩოებში ხდება. ბოლო წლებში მრეწველობის განვითარებასთან ერთად სახელმწიფოთა მიერ მდინარეთა გამოყენების ხასიათი  ძალიან  შეიცვალა და ნაოსნობა უკვე აღარ  არის  საერთაშორისო მდინარეების გამოყენების განმსაზღვრელი ასპექტი. ბევრ შემთხვევაში  ქვეყნებისთვის  უფრო მეტად მნიშვნელოვანია მათი წყლების გამოყენება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო  ან სხვა მიზნებისათვის.  აქედან გამომდინარე, საერთაშორისო მდინარეები  უნდა განვიხილოთ, როგორც  მოსაზღვრე ქვეყნების საერთო ბუნებრივი რესურსი.  თანამედროვე  საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო მდინარეების გამოყენების სფეროშიც სწორედ  ამ მხრივ ვითარდება და მათი გონივრული და სამართლიანი გამოყენების პრინციპებს  არეგულირებს.
 
{{Wide image|Danube in Ritopek, Serbia.jpg|1300px|<center>დუნაის პანორამა ბელგრადის გარეუბანში</center>}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუნაი“-დან