ეგროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
{{ციტატა|კავკასიის მთავარი უღელტეხილისაგან მრავალი შტოები გამოდის, რომელთაც თითოეულს თავისი საკუთარი სახელი ჰქონდა. თუ დასავლეთით დავიწყებთ, პირველი დიდი მთა, «რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან». არის «მთა მცირე, რომელსა… ჰქჳან ლიხია» '''ეს მთა იყო საეგროს “საზღვარი აღმოსავლით”'''. იგი ქართველთა მიწაწყალს ორს ნაწილად ჰყოფდა, იმიერ და ამიერ საქართველოდ: «მცირით მთითგან რომელ არს ლიხია» იწყებოდა “მარგუეთი”და დასავლეთისაკენ იყო გადაჭიმული, ლიხის მთის აღმოსავლეთით-კი ქართლი მდებარეობდა. ეს მთა თანამედროვე ტოპოგრაფიულს მწერლობაში ქართლ-იმერეთის მთად არის ცნობილი და როგორც ქართველი ისტორიკოსი ამბობს, არის “მთა მცირე”; მართლაც არც თუ ძალიან მაღალი, უფრო რომ დაბალი, ტყით შემოსილი ქედია, რომელიც შავი ზღვის და კასპიის ზღვის მდინარეებს ერთი-ერთმანეთისაგან ჰყოფს. ამ ლიხის მთას სულ სამხრეთ-დასავლეთისკენა აქვს მიმართულება არჯევანის მთამდე, რომელიც ვითარცა თრიალეთის მთების წვერი აღმოსავლეთით დასავლეთისაკენ მიმდინარე ლიხის მთას დასავლეთით უდგება და იმასთან ერთად ბორჯომის ვიწრო ხეობას ჰქმნის. ამ ადგილითგან მოყოლებული ლიხის მთების მიმართულება ერთბაშად იცვლება და პირს დასავლეთისაკენ იქცევს. ლიხის მთების ამ გაგრძელებას '''“ღადო”''' ერქვა. ლეონტი მროველი ამბობს, რომ ქართლოსის სამფლობელოს მესხეთში ჰქონდა «ჩრდილოთ საზღუარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან და მოჰკიდავს წუერი ღადოსი დასასრულსა (მთისასა), რომელსა ჰქჳან ლიხია». ამ ნაწყვეტითგან მაინცა-და-მაინც ცხადად ჩანს, რომ ლიხის მთა და ღადო ერთმანეთის პირდაპირს გაგრძელებას შეადგენენ, ერთი უღელტეხილის ნაწილები არიან. ჩვენ ვიცით, მაშასადამე, სად იწყება ღადო, გამოსარკვევი დაგვრჩა, თუ სად თავდება იგი. ამის განსაზღვრა შეიძლება ლეონტი მროველისა და ჯუანშერის შემდეგი ცნობებისდა მიხედვით: პირველს მოხსენებული აქვს «ციხე ქუეყანასა ოძრჴევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქჳან [[დემოთის ციხე|დემოთი]], მოკიდებულად მთასა ღადოსსა»-ო; მეორეს ნათქვამი აქვს, ვითომც ვახტანგ გორგასალს «უკუსცა კეისარმან საზღუარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მისდგნენ ღადოთა»-ო. ამ უკანასკნელი წინადადებითგანა ჩანს, რომ ჴევნი, რომელნიც ღადოს მთას ზედ ადგებოდნენ, არსიანის მთის მახლობლად, მის აღმოსავლეთით იყვნენ. ხოლო ლეონტი მროველის ზემომოყვანილი სიტყვებიც ამტკიცებენ, რომ ღადოს მთა სამცხეში იყო, ოძრჴეს ქვეყანაში, ესე იგი ახლანდელი აბასთუმანის მახლობლად. ღადო მთის სახელი ეხლაც არის შენახული და თანამედროვე ტოპოგრაფიული აღწერილობისდა მიხედვით ღადოდ, ანუ სამცხის მთებად იწოდებიან მთები აწყურითგან მოყოლებული წყალწითელის მთამდე, რომელიც ოძრჴეს მახლობლად, აღმოსავლეთისაკენ მდებარეობს. წინათ კი, როგორც ჩანს, ღადოდ იწოდებოდა მთა ლიხითგან მოყოლებული ვგონებ არსიანამდის. სამცხის, ანუ ღადოს მთებს დასავლეთით “მოსდგმენ” აჭარის მთები, რომელნიც გურიასა და მესხეთს ერთიერთმანეთისგან ჰყოფენ. აჭარის მთები შავ ზღვას უწევენ. სამცხის მთისაგან, იქვე სადაც იწყება აჭარის მთები, შტოდ გადის “მთა არსიანი”, რომელსაც მიმართულება სამხრეთისაკენ აქვს. არსიანის მთები აჭარა-შავშეთ-კლარჯეთსა საზღვრავს დანარჩენ, აღმოსავლეთ (სამცხე, ჯავახეთი, არტაჰანი და სხვა) მესხეთისაგან. ამიტომაც არის, რომ ქართველს ისტორიკოსებს შეეძლოთ ეთქვათ: «კლარჯეთი ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მოსდგმენ ღადოთა»-ო, ანდა «გარდავლეს მთა იგი არსიან წოდებული და მივიდეს ჴევსა ყველისასა», ან კიდევ «ტასის კარითგან ვიდრე არსიანთამდის… რომელ არს სამცხეა»-ო.}}
* '''დასავლეთი საზღვარი''' - ''შავი ზღვის ყურე.''
* '''სამხრეთი საზღვარი''' — ქართლის ცხოვრებაში ეგროსის წილის აღწერისას არაფერია ნახსენები სამხრეთ საზღვარზე, თუმცაღა აღნიშნული სასაზღვრო ზოლის დადგენა შესაძლებელია ქართლოსის წილის განსაზღვრისას. ქართლოსის წილი წარმოადგენდა ტერიტორიას, რომელიც იწყებოდა სპერის ზღვიდან, ასევე ლეონტი მროველი ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღნიშნავდა, რომ ქართლის სამხრეთ დასავლეთი საზღვარი გადიოდა კლარჯეთი-ტაოს შუა. ვახუშტი კი ამ რეგიონს ჭოროხამდე ავლებდა. შესაბამისად ზღვაზე გასასვლელი ლეონტი მროველის მიხედვით იყო ჭოროხსა და რიონს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც არ არის რიონის ბასეინის ნაწილი. აქედან გამომდინარე დღევანდელი გურია იყო ქართლისთვის ზღვაზე გასასვლელი რეგიონი და შესაბამისად გურია არ შედიოდა ეგროსის წილში. აქედან გამომდინარე სამხრეთი საზღვარი ეგროსის ტერიტორიისთვის იყო შემდეგი: ღადოს მთა ფერსათის მთამდე, საჯავახო-გურიას წყალგამყოფი ქედი და რიონი შავ ზღვამდე.
* '''სამხრეთი საზღვარი''' — ღადოს მთა ფერსათის მთამდე, საჯავახო-გურიას წყალგამყოფი ქედი და რიონი შავ ზღვამდე (გურია ეგრისის საზღვრებში არ შედის).
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] გურიას ასე აგვიღწერს:
{{ციტატა|ხოლო გურია არა წილი [[ეგროსი]]სა არს, არამედ [[ქართლოსი]]სა, გარნა ოდეს გამეფდა [[ლეონ II|ლეონ]] აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება [[ოძრხის საერისთავო|ოძრახოს ერისთავისა]], რომელნი იყვნენ ძენი [[სტეფანოზ IV|სტეფანოზ ბაგრატიონი]]სანი, [[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასე]] და ძე მისი [[აშოტ I დიდი|აშოტ]] ამათგან განდგნენ და მიერთმნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს: „გურიობით განდგომილნი“, და ენა მათი, რომელსა უბნობენ — მესხური და არა იმერთაებრ. არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა [[ფერსათი (მთა)|ფარსათი]], [[სამცხე]]-გურიას შორისი და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოს]] შორისი; სამჴრით — [[ჭოროხი]]ს მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, [[აჭარა]]-გურიას შორისი, ჩრდილოთ — [[რიონი]], გურია-[[ოდიში|ოდიშს]] შორისი, და დასავლით — [[შავი ზღვა]]<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 317-324</ref>.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეგროსი“-დან