ერმალოზ სირბილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ერმალოზ სირბილაძე''' (დ. ივლისი, 1875, თელავი — გ. 26 დეკემბერ...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
ერმალოზ სირბილაძე დაიბადა [[1875]] წლის ივლისში, [[თელავი|თელავში]]. დაამთავრა თელავის ოთხკლასიანი სასწავლებელი, [[ტფილისი|ტფილისის]] სასულიერო სემინარია.
 
[[1893]] წელს მონაწილეობა მიიღო სემინარისტების "ბუნტში", რის გამოც სემინარია 1 წლით დახურეს და სემინარისტები სხვადასხვაგვარად დასაჯეს. [[1900]] სასწავლო წლიდან დანიშნეს მასწავლებლად დუშეთის მაზრის სოფელს სნოს სკოლაში. [[1917]] წელს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად; მუშაობდა არმიაში კულტურის მიმართულებით, აარსებდა ბიბლიოთეკებსა და მართავდა წარმოდგენებს. [[1919]] წლიდან იყო საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. [[1919]] წლის [[9 მაისი|9 მაისიდან]], იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. 1919 წლიდან იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. [[1922]]-1923წწ[[1923]] წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერატიულ კავშირში ("ცეკავშირი") ინსტრუქტორად. [[1937]] წლის [[26 დეკემბერი|26 დეკემბერს]] [[საქართველოს სსრ]] შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამეს.
 
==ლიტერატურა==