მწერიჭამიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| fw = 57530
}}
'''მწერიჭამიები''' ({{lang-la|Eulipotyphla ან Lipotyphla, ძველად Insectivora}}) — [[ძუძუმწოვრები]]ს ყოფილი [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]], რომელიც დღეისათვის აღარ გამოიყენება.<ref>Hutterer, R. (2005). Wilson, D.E.; Reeder, D.M., eds. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 212–311. ISBN 978-0-8018-8221-0</ref> მასში შემავალი [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახები]] სამ ახალ რიგში ([[აფროსორიციდები]], [[ზღარბისნაირნი]] და [[ბიგასნაირნი]]) გადანაწილდა. მათი სხეულის სიგრძე 3-იდან ([[მცირე თეთრკბილა]]) 39 სმ ([[ტანრეკი]]) აღწევს. აქვთ წაგრძელებული თავი, რომელიც მეტწილად მოძრავი სხეული შემოსილია ნაზი ბალნით ([[თხუნელა]], [[მთიხვი]], [[ბიგა]] და სხვა), ზოგისა — ჯაგრით (ტანრეკი) ან რქოვანი ეკლებით ([[ზღარბი]]). ზოგს (ზღარბი) ძალზე მოკლე [[კუდი]] აქვს, ხოლო ზოგის (მთიხვი) კუდი თითქმის სხეულის საერთო სიგრძის ტოლია. ცნობილია ყოფილი მწერიჭამიების 9 ოჯახი: [[კბილნაპრალასებრნი]], [[ტანრეკისებრნი]], [[წავისებრი ბიგები]], [[ოქროს თხუნელასებრნი]], [[ზღარბისებრნი]], [[ხტუნიები]], [[ბიგასებრნი]], [[თხუნელასებრნი]], [[მთიხვისებრნი]] (დღეს აღარ არსებობს), რომლებშიც გაერთიანებულია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა ავსტრალიისა, სამხრეთ ამერიკის უმეტესი ნაწილისა და ანტრაქტიდისა. იკვებებიან [[მწერები]]თ, პატარ-პატარა [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი ცხოველებით]]. მრავლდებიან წელიწადში 2—3 ჯერ. სარგებლობა მოაქვთ მავნე მწერების განადგურებით. არიან [[ტკიპები]]ს — საში დაავადებათა გადამტანების — შუამავალი მასპინძლები. ზოგიერთის (მთიხვი, თხუნელა და სხვა) [[ბეწვი]] ძვირფასია. ზოგი სახეობის (მთიხვი, [[კბილნაპრალა]]) რაოდენობა ძალზე შემცირებულია, რის გამოც მათ ყველგან იცავენ.
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე|7|263|ჯანაშვილი ა.}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:მწერიჭამიები|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მწერიჭამიები“-დან