სერგი ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სერგი ჯაფარიძე''' (დ. 5 იანვარი, 1871, ღარი, რაჭის მაზრა — გ. 10...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია=
სერგი ჯაფარიძე დაიბადა [[1871]] წლის [[5 იანვარი|5 იანვარს]], [[რაჭის მაზრა|რაჭის მაზრის]] სოფელ [[ღარი|ღარში]]. დაამთავრა [[ქუთაისი|ქუთაისის]] კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო [[ნოვოროსია (კონფედერაცია)|ნოვოროსიის]] უნივერსიტეტის (ქალაქი [[ოდესა]]) იურდიულ ფაკულტეტზე.
 
შემდგომ წლებში მუშაობდა [[ქუთაისი|ქუთაისის]] საოლქო სასამართლოში ნაფიც ვექილად; იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი. [[1904]] წლიდან იყო [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] წევრი; [[1905]] წლიდან მუშაობდა "[[მენშევიკები|მენშევიკების]]" ფრაქციაში. [[1905]] წლისათვის იყო [[რსდმპ]] ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე. თანამშრომლობდა პრესაში "ს. ჯ-ძის" ფსევდონიმით. მონაწილეობდა [[1905]] წლის რევოლუციურ მოძრაობაში [[ქუთაისი|ქუთაისში]], რის გამოც [[1905]] წლის [[იანვარი|იანვარში]] დააპატიმრეს და იჯდა [[ქუთაისი|ქუთაისის]] ციხეში. [[1906]] წლის [[24 მაისი|24 მაისს]] აირჩიეს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად [[ქუთაისი|ქუთაისის]] გუბერნიიდან; იყო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. [[1911]] წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრი. [[1917]] წლის [[თებერვალი|თებერვალში]] აირჩიერს კავკასიის ვექილთა საბჭოს თავმჯდომარედ. [[1917]] წლის [[ნოემბერი|ნოემბერში]] აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. [[1918]] წლის განმავლობაში იყო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] პარლამენტის წევრი; პარალელურად - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. [[1919]] წლის თებერვლიდან არჩეული იყო [[თბილისი|თბილისის]] ქალაქის საბჭოს ხმოსნად. [[1919]] წლის [[12 მარტი|12 მარტს]] აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის [[დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო იურდიული კომისიის წევრი. [[1921]] წელს [[საბჭოთა რუსეთი|საბჭოთა რუსეთის]] მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. [[1937]] წელს დააპატიმრეს "მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით თბილისში. [[საქართველოს სსრ]] შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") [[1937]] წლის [[ოქტომბერი|ოქტომბერს]] დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ოქტომბრის ღამეს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სერგი_ჯაფარიძე“-დან