თეიმურაზ ჭელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''თეიმურაზ ჭელიძე''' (დ. 1876, ბაჯი, რაჭის მაზრა — გ. 23 ოქტომბერ...)
 
 
==ბიოგრაფია==
თეიმურაზ ჭელიძე დაიბადა [[1876]] წელს, [[რაჭის მაზრა|რაჭის მაზრის]] სოფელ [[ბაჯი|ბაჯში]].
 
დაწყებითი განათლება მიიღო პატარა [[ონი|ონის]] საზოგადოების სასოფლო-სამინისტრო ერთკლასიან სკოლაში. [[1905]] წლიდან იყო [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] "[[მენშევიკები|მენშევიკების]]" ფრაქციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა [[1905]] წლის რევოლუციურ მოძრაობაში [[რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმში]]. [[1914]] წლიდან მობილიზებული იყო არმიაში და მსახურობდა თურქეთის ფრონტზე ასეულის კაპტენარმუსად (ზემდეგი) მე-17 მსროლელ პოლკში. [[1917]] წლის [[იანვარი|იანვრიდან]] იმავე წოდებით გადაიყვანეს 1-ლ ქართულ მსროლელ პოლკში, სადაც მსახურობდა ამავე წლის მარტამდე. [[1917]] წლის მარტში დემობილიზდა. [[1919]] წლის [[12 მარტი|12 მარტიდან]] აირჩიეს [[დამფუძნებელი კრება|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების]] წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრი. [[1921]] წელს საბჭოთა რუსეთის მიერ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ოკუპირების შემდეგ დარჩა [[საქართველო|საქართველოში]], ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა [[ქუთაისი|ქუთაისში]] - იყო რაჭული მევენახეობის საზოგადოებრივ კოოპერატივ "ხვანჭკარას" ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი. [[1921]] წელს 1 თვით იყო დაპატიმრებული [[რაჭა|რაჭაში]]. მეორედ დააპატიმრეს 1922 წლის 17 სექტემბერს, ჭრებალოში, ქუჩაში, არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. ძიების ინფორმაციით მას კავშირი ჰქონდა იატაკქვეშა მოძრაობის ლიდერებთან. 1920-იანი წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. შევიწროებისაგან ოჯახის დასაცავად იძულებული გახდა, განქორწინებულიყო. 1930-იანი წლების შუა პერიოდში, ბოლო დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს შუა აზიაში. ცხოვრობდა აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარეში, სემიპალატინსკში. დააპატიმრეს 1937 წლის 1 ივნისს. 1937 წლის 23 ოქტომბერს შინსახკომის აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ.
 
==ლიტერატურა==