იოსებ გობეჩია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
იოსებ გობეჩია დაიბადა [[1879]] წელს, ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისში]]. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, [[ოდესა|ოდესის]] უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი [[1908]] წელს, [[გრენობლი|გრენობლის]] პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
 
სწავლის პერიოდში, სტუდენტთა [[1901]] წლის მღელვარების დროს დააპატიმრეს გამოსვლებში მონაწილეობის გამო და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს - დააბრუნეს საქართველოში. ამავე წელს ისევ დააპატიმრეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავ იუბილეზე საპროტესტო სიტყვის წარმოთქმის გამო და ადმინისტრაციული წესით უკან - ოდესაში გაასახლეს. [[1905]] წელს ჩამოაყალიბა სოციალისტ-რევოლუციონერთა მებრძოლი რაზმი, რომელმაც განახორციელა ტერორისტული აქტები სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, მაზრის უფროს კეღამოვზე - [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] და პოლიცმეისტერ მარტინოვზე - [[ტფილისი|ტფილისში]]. [[1909]]-[[1911]] წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში - კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივესიტეტში. ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო იძულებული გახდა, გაქცეულიყო საზღვარგარეთ. [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, თანაპარტიელმა ალექსანდრე კერენსკიმ კავკასიის ფრონტის კომისრად გაგზავნა. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]] ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. [[1921]] წელს [[საბჭოთა რუსეთი|საბჭოთა რუსეთის]] მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა [[საქართველო|საქართველოში]] და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა საოკუპაციო რეჟიმთან კომპრომისის მიღწევას. [[1922]] წლის გაზაფხულზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ჩამოყალიბებისას იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (მემარჯვენეების) წარმომადგენელი კომიტეტში. დაარსების შემდეგ დამკომმა საკუთარ წარმომადგენლად საიდუმლოდ მიავლინა საზღვარგარეთ ინტერპარტიული კომიტეტისთვის ინფორმაციის გადასაცემად. შემდგომ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვეყნებდა სტატიებს ემიგრანტულ გამოცემებში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_გობეჩია“-დან