საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
===საარჩევნო კომისიები===
დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებისა და სოფლის წვრილი საარჩევნო კომისიები. სოხუმისა და ზაქათალის ოლქებში არჩევნების ჩატარება დაევალა სოხუმისა და ზაქათალის საოლქო საარჩევნო კომისიებს. დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის 21 წევრიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია საკუთარი შემადგენლობიდან და თითო წევრი დაემატა თითოეული დარეგისტრირებული საკანდიდატო სიიდან, ამ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებად. დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატი [[ალექსანდრე ლომთათიძე]] დაინიშნა, მოადგილედ სოციალისტ-რევოლუციონერი [[ივანე გობეჩია]], ხაზინადრად - ეროვნულ-დემოკრატი [[გიორგი გვაზავა]], მდივნად - სოციალ-დემოკრატი - [[ანა სოლოღაშვილი]].<ref>სირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016. გვ.18.</ref>
 
პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია, ესენია: