მოხმარება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 37 interwiki links, now provided by Wikidata on d:q192270 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''მოხმარება''' — ეკონომიკაში[[ეკონომიკა]]ში [[პროდუქცია|პროდუქციისა]] და მომსახურების საბოლოო გამოყენებას აღნიშნავს, რომელიც მათ [[სარგებლიანობა]]ს განსაზღვრავს. კეინსიანელთა ეკონომიკაში "მოხმარება" პირადი მოხმარების დანახარჯების შემოკლებული ტერმინია და განისაზღვრება [[მოხმარების ფუნქცია|მოხმარების ფუნქციით]], განსაკუთრებით [[მოხმარებისკენ ზღვრული მიდრეკილება|მოხმარებისკენ ზღვრული მიდრეკილებით]]. ის ნაწილია [[აგრეგატული მოთხოვნა|აგრეგატული მოთხოვნისა]] ან [[ნამდვილი მოთხოვნა|ნამდვილი მოთხოვნისა]].
 
მოხმარება შეიძლება ასევე განისაზღვროს, როგორც "საქონლისა და მომსახურების ამორჩევა, გამოყენება, (ნარჩენების) გადაგდება და უტილიზაცია", რისი საპირისპიროცაა საქონლისა და მომსახურების პროექტირება, [[წარმოება]] და [[მარკეტინგი]].
 
მოხმარების კვლევები არკვევს იმას, თუ როგორ და რატომ მოიხმარს საზოგადოება ან ინდივიდი ამა თუ იმ საქონელსა და მომსახურებას, და რა გავლენას ახდენს მოხმარება საზოგადოებაზე და ადამიანთა ურთიერთობებზე. ჩვეულებრივ მოხმარების კვლევები ფოკუსირებულია მოხმარების მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის თვითიდენტიფიცირებისათვის, აგრეთვე "მომხმარებელ" საზოგადოებაზე. ტრადიციულად მოხმარება საკმაოდ უმნიშვნელოდ ითვლებოდა წარმოებასთან და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან შედარებით. მოგვიანებით, მომხმარებელი საზოგადოების განვითარებამ, რამაც თავის მხრივ გაზარდა მომხმარებელთა ძალაუფლება ბაზარზე, ასევე მარკეტინგის და რეკლამების განვითარებამ, უფრო მომთხოვნი მომხმარებლების, მათ შორის ე.წ. ეთიკური მომხმარებლების გაჩენამ ადრინდელი შეხედულებების გადახედვა და მოხმარების წინა პლანზე წამოწევა განაპირობა. ამას მოჰყვა მოხმარების [[სოციოლოგია|სოციოლოგიის]] განვითარება. თავდაპირველად სოციოლოგთა ყურადღება იმ მომხმარებელმა მიიპყრო, რომლისთვისაც მოხმარება თავისი სოციალური სტატუსის დემონსტრირების საშუალება იყო. ამ მიმართულების მიმდევარნი მომხმარებელს მწარმოებელთა და საკუთარი სოციალური სტატუსის "მსხვერპლად" განიხილავენ და მომხმარებლის თავისუფლების შეზღუდვის ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს იკვლევენ. საწინააღმდეგო თეორია კი მომხმარებელს აქტიურ შემოქმედად მიიჩნევს და ყურადღებას მოხმარების ისეთ შემთხვევებზე ამახვილებს, როცა მომხმარებელი პროდუქტს იმ მიზნით იყენებს, რომელიც მწარმოებელს გათვალისწინებული სულაც არ ჰქონია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინტერნეტის გამოყენება მუსიკის მოსასმენად ან ქალაქის მოედნების გამოყენება სკეიტბორდებით სასრიალოდ.
 
მოხმარების კვლევები სხვადასხვა მიზნით ხორციელდება. მომხმარებელთა კვლევები მარკეტინგის დახმარებას ცდილობს: მომხმარებლის გამოკითხვა ეხმარება პროდუქტის დიზაინის გაუმჯობესებას; ფემინისტური კვლევები ქალების, როგორც მომხმარებელების, მნიშვნელობას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით კი საოჯახო არენას მოხმარებაში. მედიის კვლევები ეხმარება მასმედიის პროდუქციის, როგორიცაა ტელევიზია და ვიდეო თამაშები, მოხმარების გაანალიზებას. აღსანიშნავია, რომ [[კრიტიკული თეორია]] მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე კვლევებზე, ვინაიდან მოხმარება თანამედროვე საზოგადოების კულტურის ცენტრალური ასპექტი ხდება.
ხაზი 12:
 
== ლიტერატურა ==
 
* {{cite book|author=Deaton, Angus|year=1992|title=Understanding Consumption|publisher=Oxford University Press |isbn=0-19-828824-7}}
* {{cite book |author=Friedman, Jonathan|year=1994|title=Consumption and Identity (Studies in Anthropology & History) |publisher=Taylor & Francis |location=Washington, DC |pages= |isbn=3-7186-5592-6 |oclc= |doi=}}
Line 20 ⟶ 19:
* {{cite book |author=Slater, Don |title=Consumer Culture and Modernity |publisher=Polity Press |location=Cambridge, UK |year=1997 |pages= |isbn=0-7456-0304-1 |oclc= |doi=}}
 
[[კატეგორია:მოხმარება]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოხმარება“-დან