მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ევროპის კავშირის პოლიტიკა}}
'''მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო''' ({{lang-en|Court of Justice of the European Union;}} '''CJEU''') — ევროპული კავშირის სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა 1952 წელს [[ქვანახშირი]]სა და [[ფოლადი]]ს ევროპული გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებით. სასამართლოში კავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ერთი მოსამართლეა წარმოდგენილი.<ref name="mylaw" />
 
მოსამართლეებს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას მხარს უჭერს 8 გენერალური ადვოკატი (გენერალურ ადვოკატთა რაოდენობა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მოთხოვნით შესაძლებელია 11-მდე გაიზარდოს), რომლებიც განსახილველ საქმეებზე დასაბუთებულ მოსაზრებებს წარმოადგენენ. მათი მოსაზრებები საჯაროა, რაც გამორიცხავს გენერალური ადვოკატების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანას. მოსამართლეობისა და გენერალური ადვოკატობის კანდიდატების შერჩევისას წევრმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლეს ეროვნულ სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ან უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ეროვნულ სასამართლოში მოსამართლედ გამწესებისათვის დადგენილ მოთხოვნებს; კანდიდატი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს სამართლის ექსპერტი და თავისუფლად ფლობდეს წარმდგენი ქვეყნის სახელმწიფო ენას.<ref name="mylaw" />