ივანე კრამსკოი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი''' ({{lang-ru|Иван Николаевич Крамской;}} დ. [[8 ივნისი]] <small>[ძვ. სტ. 27 მაისი]</small>, [[1837]], [[ოსტროგოჟსკი]], ახლანდელი [[ვორონეჟის ოლქი]] — გ. [[5 აპრილი]] <small>[ძვ. სტ. 24 მარტი]</small>, [[1887]], [[პეტერბურგი]]) — [[რუსები|რუსი]] ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.
 
სწავლობდა [[პეტერბურგი]]ს სამხატვრო აკადემიაში ([[1857]]–[[1863]]). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის "[[პერედვიჟნიკები]]ს" ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები ([[ტოლსტოი, ლევ|ლ. ტოლსტოი]], [[1873]]; [[შიშკინი, ივანე|ი. შიშკინი]], 1873; [[ტრეტიაკოვი, პავლე|პ. ტრეტიაკოვი]], [[1876]]; [[სალტიკოვ-შჩედრინი, მიხეილ|მ. სალტიკოვ-შჩედრინი]], [[1879]] — ყველა [[ტრეტიაკოვის გალერეა]]), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში ("მინა მოისეევი", [[1882]], [[რუსული მუზეუმი]], [[სანქტ-პეტერბურგი]] და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია: "ქრისტე უდაბნოში", [[1872]]. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები («ნეკრასოვი ""უკანასკნელი სიმღერების" პერიოდში», [[1877]]–[[1878]]; "უცნობი ქალი", [[1883]]; "უნუგეშო მწუხარება", [[1884]] — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_კრამსკოი“-დან