საქართველოს ეროვნული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
 
1874 წელს [[ალბერტ ზალცმანი]]ს მიერ აგებულ ქალთა გიმნაზიის შენობასა (ლ. გუდიაშვილის N10) და მის მიმდებარე, შეულესავი აგურის სამსართულიან ნაგებობაში ამჟამად მუზეუმის საფონდო ნაწილია განთავსებული. მუზეუმის ადმინისტრაციული კორპუსი ა. ფურცელაძის ქუჩაზე 1989 წელს აშენდა არქ. ვ. ქურთიშვილის პროექტით.
 
==გამოფენები==
პალეონტოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოში აღმოჩენილი განამარხებული ცხოველები, ასევე, დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათრილი "პირველი ევროპელების" - ევრაზიაში მცხოვრები უძველესი ადამიანების (Homo Ergaster) ძვლოვანი ნაშთები, რომელთა ასაკი 1,8 მილიონ წელს აღწევს.
 
წინაფეოდალური ხანისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციები ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ნივთიერი კულტურის განვითარების ისტორიას ქვის ხანიდან XVIII საუკუნებდე. მოქმედებს XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი გამოფენა. ეთნოგრაფიული გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველთა ტრადიციული საცხოვრისი, ავეჯი, ტანსაცმელი, სამკაული და იარაღ-საჭურველი.
 
ლაპიდარიუმში ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები გვერდით გამოფენილია საქართველოში აღმოჩენილი არამეული, ბეძნული, ებრაული, სომხური და არაბული წარწერები, ურარტული წარწერბის კოლექცია კი ერთ-ერთი უმდიდერესია მსოფლიოში.
 
მუზეუმის საგანგებო საცავში გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კახეთსა და თრიალეეთში (ძვ. წ III-II ათასწლ.) ვანსა და ახალგორში (ძვ. წ. V-IV სს.), მცხეთაში, ზღუდერში, ჟინვალსა და ურეკში (I-IV სს.), დმანისში (XIII ს.) და სხვ. აღმოჩენილი ოქრომჭედლობის უნიკალური ნივთები. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოში მოჭრილი და უცხოური მონეტების ყველა ტიპი, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მიმოიქცეოდა საქართველოში.
 
 
==ლიტერატურა==