ეკლესია (ნაგებობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.121.50-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 46.49.8.168-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 85:
ეკლესიათა შორის შესაძლო უთანხმოებათა შეწყვეტის თხოვნა საეკლესიო ლოცვებშიც გვხვდება: „დააცხვრე განხეთქილება ეკლესიათა, დაშრიტენ აღძრვანი წარმართთანი... დაარღვიენ ძალითა სულისა შენი წმიდისათა...“ (ევქარისტიული ლოცვა წმ. [[ბასილი დიდი]]ს ლიტურიაზე),“... ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყვარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტყველებთ და გევედრებით, შენდობასა ბრალთასა, სოფლისა მშვიდობასა, და ეკლესიათა ერთობასა“ (საკვირაო შუაღამიანის კანონი, ხმა 8, გალობა 9).
 
=== სიწმიდნდესიწმინდე ===
უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ამქვეყნიური მსახურებისა და [[ჯვარი|ჯვარზე]] სიკვდილის ღვაწლი. „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთვს... რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თვსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო“ (ეფ. 5,25,27). ეკლესია წმიდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების არსებობით, რომელთაც საიდუმლოთა ასრულების დროს ან სხვა მღვდელმოქმედებებით ვეზიარებით: წმიდაა ზეციურ ეკლესიასთან თავისი კავშირით.