ქირონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Nino Bitsadze-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 178.134.182.35-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 5:
სხვა დანარჩენ კენტავრებთან შედარებით, რომლებიც იყვნენ შფოთიანები, სმის მოყვარულნი და ადამიანისადმი მტრულად განწყობილნი, ქირონი, ისევე როგორც [[ფოლოსი]] იყო კეთილი,სამართლიანი და ბრძენი. ის ცხოვრობდა პელიონის მთაზე. კენტავრთა და [[ლაპითები|ლაპითთა]] ცნობილი ბრძოლის შემდეგ იგი [[ლაკონია|ლაკონიაში]] გადაიხვეწა.
 
იყო [[აპოლონი]]სა და [[არტემისი|არტემისისარტემოდე]] მოსწავლე, რომლებმაც ის აზიარეს მუსიკის, ვარჯიშის, ნადირობისა თუ მისნობის ხელოვნებას.მას „ბრძენ – კენტავროსს“ უწოდებდნენ, რადგანაც მუდამ ლამობდა სიკეთისაკენ წარემართა თვისტომთა ველური ზნე და ბუნება. თავის მხრივ, იყო ბევრი გმირის მასწავლებელი — [[იასონი]]ს (რომლის მოგზაურობისათვის დაამზადა პირველი [[ზეციური გლობუსი]]),ასევე [[დიოსკურებიდიოსკური|დიოსკურების]], [[აქილევსი]]ს<ref>ჰორაციუსი. ეპოდები 13, 11-18 </ref>(რომელიც ითვლებოდა მის შთამომავლად), რომელსაც ლომის ხორცით კვებავდა, შესაძლებელია, [[ორფეოსი]]ს და სხვების.[[ასკლეპიოსი|ასკლეპიოსს]] ასწავლიდა მედიცინის ხელოვნებას.<ref>ჰომეროსი. ილიადა IV 219 </ref> დიონისეს ახლდა ინდოეთში.<ref>ნონ. დიონისეს ქმედებანი XIV 51 </ref> აჩუქა [[პელევსიპელესი|პელევსს]] იფანის შუბი.<ref>ჰომეროსი. ილიადა XVI 143; XIX 390 </ref>
 
იყო [[ჰერაკლე|ჰერაკლეს]] მეგობარი. სიყვარულით შეპყრობილი, მასთან მივიდა ჰერაკლე და ცხოვრობდა გამოქვაბულში<ref>ფსევდო-ერატოსთენე. კატასტერიზმები 40</ref>.კეთილშობილებით გამორჩეულმა ქირონმა წამებით დაასრულა თავისი ღვთაებრივი ცხოვრება. მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა: როდესაც ჰერაკლე მესამე გმირობის (ერიმანთოსის ტახი) აღსასრულებლად მიდიოდა, გზად შეიარა თავისი მოძღვრის, ბრძენი ქირონის უსაყვარლეს მეგობართან, კენტავროს ფოლოსთან, რომელმაც დიდი პატივით მიიღო [[ზევსი|ზევსის]] ძე. ფოლოსის მამა იყო მეღვინეობის მფარველი ღმერთის, [[დიონისე|დიონისეს]] რჩეული [[სილენოსი]]. მან კენტავრებს აჩუქა დიონისეს ვაზის პირველი მტევნით მოწეული ნექტარი, რომლის სურნელება ათრობდა მაღალ მწვერვალებსაც კი. ფოლოსმა სუფრა გაშალა და თავი ახადა ღვინით სავსე ჩაფს. უმალ მოეფინა ღვინის სუნი მთებსა და ველებს. კენტავრებმაც შეიგრძნეს იგი და განრისხდნენ ფოლოსზე, რომელმაც მათ გარეშე ჩამოასხა ღვთაებრივი სასმელი. ლოდებით, კომბლებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა კენტავრებმა ფოლოსის მღვიმისკენ ისწრაფეს. მათ წინ უშიშრად აღიმართა ჰერაკლე და ნაწილი იქვე ამოხოცა. გადარჩენილებმა ბრძენი ქირონის მღვიმეს შეაფარეს თავი. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ჰერაკლეც. შემთხვევით ქირონი იყო სასიკვდილოდ დაჭრილი ჰერაკლეს მიერ მოწამლული ისრით. დაღონდა გმირი, როდესაც გონს მოეგო და გაიაზრა, რომ მისივე მეგობარი, ბრძენი მოძღვარი დაჭრა. უმალ იარა მოუბანა, მაგრამ ამაოდ. ნაიარევი განუკურნელი იყო. იცოდა ქირონმა, რომ არ მოკვდებოდა, რადგან უკვდავი იყო, მაგრამ სასტიკად გაწამდებოდა.
 
სიკვდილს ნატრობდა კეთილი კენტავროსი. მოგვიანებით მხსნელად ისევ ჰერაკლე მოევლინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გმირმა ოქროს ვაშლები წამოიღო [[ჰესპერიდები|ჰესპერიდების]] ბაღიდან და საბერძნეთისაკენ მიმავალი მიადგა კავკასიონის მაღალ მწვერვალებს, სადაც ერთ-ერთ კლდეს მიჯაჭვული იყო [[პრომეთე]]. იმდენი ხანი იყო იგი ამ დღეში, რომ ზევსს მისი გათავისუფლება სურდა კიდეც. მაგრამ ასე იყო ნათქვამი: გმირის ტანჯვა უნდა გაგრძელებულიყო მანამ, ვიდრე ვინმე უკვდავთაგანი საკუთარი ნებით მის მაგივრად არ ჩავიდოდა [[ჰადესი|ჰადესის]] პირქუშ სამეფოში. ჰერაკლემ გაახსენა ზევსს, რომ ქირონი, რომელსაც უზომოდ აწუხებდა განუკურნებელი იარა, დიდი ხანია ნატრობდა სიკვდილს. აღარაფერი ედგა წინ პრომეთეს ხსნას. ასე დასრულდა ორი ღვთაების წამების ამბავი: საშინელი წვალების შემდეგ ქირონმა უარი თქვა თავის უკვდავებაზე და გადასცა ის [[პრომეთე|პრომეთეს]]. პრომეთე გათავისუფლდა, ქირონი კი მის მაგივრად გარდაიცვალა. მოთავსებულ იქნა ზეცაზე [[კენტავრის თანავარსკვლავედი|კენტავრის თანავარსკვლავედის]] ან<ref>ფსევდო-ერატოსთენე. კატასტერიზმები 40; გიგინ. ასტრონომია II 38, 1 </ref> [[მშვილდოსნის თანავარსკვლავედი|მშვილდოსნის თანავარსკვლავედის]] სახით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქირონი“-დან