ლეკიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''„ლეკიანობა“''' — [[დაღესტნელები|დაღესტნელ]] ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები [[საქართველო]]ს ბარის (ძირითადად [[კახეთი]], [[ქართლი]]) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.
[[ფაილი:Daghestan, Miscellaneous, Returen of Lezghians from a raid (B).jpg|250px|thumb|]]
 
'''„ლეკიანობა“''' — [[დაღესტნელები|დაღესტნელ]] ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები [[საქართველო]]ს ბარის (ძირითადად [[კახეთი]], [[ქართლი]]) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.
 
დაღესტნელთა შემოსევები XVI საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება. აქ, ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში, მათ შექმნეს ე. წ. „უბატონო თემები“, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში მთელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ დროიდან. XVIII საუკუნის II ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა. ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილი ხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა ([[მჭადიჯვრის ბრძოლა]]), ასევე დამარცხნენ ლეკები 1755 წელს [[ყვარლის ბრძოლა]]ში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის“ დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეკიანობა“-დან