ერმალოზ კალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ერმალოზ კალაძე''' (დ. 1888, ოჭოფა, ქუთაისის მაზრა — გ. 12 დეკემ...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
ერმალოზ კალაძე დაიბადა [[1888]] წელს, [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ოჭოფა|ოჭოფაში]].
 
საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "[[მენშევიკები|მენშევიკების]]" ფრაქციის წევრი [[1905]] წლიდან. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. [[1917]] წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად; მსახურობდა არმიაში რიგით ჯარისკაცად. [[1919]] წლის [[12 მარტი|12 მარტიდან]] არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის ფამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი. [[1917]]-[[1921]] წლებში იყო საქართველოს სახალხო გვარდიის შორაპანის შტაბის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დააპატიმრეს ქუთაისის პოლიტბიუროს განკარგულებით. 1923 წელს განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან, რის გამოც დადებითი შეფასება მისცეს. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერმალოზ_კალაძე“-დან