თედორე კიკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პოლიტიკოსი | სახელი= თედორე კიკვაძე | მშობლიურ ენა...
 
No edit summary
ხაზი 9:
| დაბადების თარიღი=[[აპრილი]], [[1868]]
| დაბადების ადგილი= [[მაკვანეთი]], [[რუსეთის იმპერია]]
| გარდაცვალების თარიღი= [[იანვარი]], [[1935]]
| გარდაცვალების ადგილი= [[თბილისი]], [[აქართველოს სსრ]]
| მოქალაქეობა=
| განათლება= [[თბილისის სასულიერო სემინარია]]
ხაზი 28:
}}
 
'''თედორე კიკვაძე''' (დ. [[4 მარტი]], [[1889]], [[მაკვანეთი]] — [[იანვარი]], [[1935]], [[თბილისი]]) — ქართველი რევოლუციონერიპოლიტიკოსი, პედაგოგი, [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]სა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი, რეპრესირებული.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. 1884 წელს წარჩინებით დაამთავრა [[ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი]]. იმავე წელს სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. მონაწილეობდა არალეგალურ სტუდენტურ წრეებში, კითხულობდა არალეგალურ ლიტერატურას, რედაქტორობდა არალეგალურ სტუდენტურ ჟურნალ „ლამპარს“ ფსევდონნიმით „ხლაფორთაძე.“ ამავე ჟურნალში თანამშრომლობდნენ [[ნოე ჟორდანია]] და [[ფილიპე მახარაძე]]. მათთან ერთად ხელმძღვანელობდა გამოსვლებს სასწავლებლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მათ მოთხოვნებს შორის იყო სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. სასწავლებლის ადმინისტრაცია წავიდა დათმობაზე და 1890-1891 წლებში დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის რუსულენოვანი კათედრა. მაგრამ გაფიცვების ორგანიზატორებს, მათ შორის კიკვაძეს, ყოფაქცევაში დაბალი ნიშანი გააყოლეს.

1890 წლის ივნისში დაბრუნდა [[გურია]]ში სკოლის დასაარსებლად, შემოიკრიბა 60-მდე მოსწავლე და დააწყებინა მეცადინეობა მის მიერვე შემუშავებული პროგრამით. 1891 წელს მიიღო სკოლისთვის საჭირო შენობა და მოწყობილობა, მაგრამ სოფლის საზოგადოების ინერტულობის გამო ვერ შეძლო მეზობელი [[ქობულეთი]]ს თემის მოსწავლეების ჩაბმა სწავლაში. მემკვიდრეობით მიღებული ფინანსური ვალების გამო სასწავლებელი სხვას გადააბარა და მუშაობა დაიწყო [[ჭიათურა]]ში შავი ქვის მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან, რომელმაც დანიშნა ქართლში, რკინიგზის სადგურ [[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომში]] შავი ქვის კანტორის გამგედ. მას უნდა გაეგზავნა ჭიათურიდან ურმებით გადაზიდული მადანი ფოთში ვაგონებით. ცხოვრება და მუშაობა უწევდა მძიმე პირობებში. სადგურზე ერთი წელი იმუშავა და შემდეგ შეცვალა [[ეგნატე ნინოშვილი|ეგნატე ნინოშვილმა]], თითონ კი 1896 წლამდე ღოღობერიძის ფორმაში სხვადასხვა თანამდებობები ეჭირა. აღებული ფულის ნაწილს გზავნიდა სოფელში, სკოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. მისი ძალისხმევით 1894 წელს მაკვანეთის სკოლას მიანიჭეს აკრედიტაცია – დამტკიცეს ორწლიან სკოლად. ჭიათურაში მუშაობის დროს მისი ბინა გადაიქცა ადგილობრივი დემოკრატიული ძალების თავშეყრის და კულტურული მუშაობის სივრცედ. მუშაობდა ჭიათურის ბიბლიოთეკის, [[ჭიათურის დრამატული თეატრი|თეატრის]], საკვირაო სკოლის დაარსებაში, აქტიურად მოღვაწეობდა პრესაში და ცდილობდა ჭიათურის მაღაროს მუშების პრობლემების შესახებ საზოგადოების ყურადღების კონსოლიდაციას, უწევდა პროპაგანდას ქალთა ემანსიპაციას. ამ პერიოდიდან ეცნობა [[მარქსიზმი|მარქსსტულმარქსისტულ]] ლიტერატურას და ებმება სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების მოძრაობაში. 1896 წელს მისი ინიციატივით და [[ფოთი]]ს ქალაქის თავის, ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] მხარდაჭერით გაიხსნა ფოთის პირველი ბიბლიოთეკა. 1897 წელს [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] მიწვევით მუშაობა დაიწყო ჟურნალ „კრებულში“ რედაქციის გამგედ. რედაქტორობის პარალელურად ითავსებდა ადმინისტრატორობას, მდივნობასა და სტილისტობას. ასევე თანამშრომლობდა ჟურნალ [[კვალი (ჟურნალი)|„კვალში“]]. 1898 წლის ბოლოს მუშაობდა მასწავლებლად ოზურგეთში, შემდეგ გადავიდა ბათუმში და იქ 1899 წელს გახსნა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1901 წელს ოზურგეთში გადაიტანა. 1901 წელს იყო გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“„შუამავლის“ სარევიზიო კომისიის წევრი. 1904 წელს მის სახლში იკრიბებოდა ახალ-დაარსებული სოციალ-დემოკრატიული ბიურო, რომლის წევრი თავადაც იყო. [[გურიის რესპუბლიკა|გურიის რსპუბლიკის]] დროს იყო [[ბენია ჩხიკვიშვილი]]ს თანაშემწე, გურიის კომიტეტის წევრი, აგიტატორი.
 
1904 წელს მის სახლში იკრიბებოდა ახალ-დაარსებული სოციალ-დემოკრატიული ბიურო, რომლის წევრი თავადაც იყო. [[გურიის რესპუბლიკა|გურიის რსპუბლიკის]] დროს იყო [[ბენია ჩხიკვიშვილი]]ს თანაშემწე, გურიის კომიტეტის წევრი, აგიტატორი. 1905 წლის მარტში ჟანდარმებმა ღამის 10 საათზე ალყაში მოაქციეს კიკვაძის ბინა და დააპატიმრეს. ის მოათავსეს [[მეტეხის ციხე]]ში და ელოდებოდა რუსეთის რომელიმე გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ გაათავისუფლეს მეფისნაცვლად ახლადდანიშნული ვორონცოვ-დაშკოვის ამნისტიით. გათავისუფლების შემდეგ მუშაობა დაიწყო გაზეთ „სხივში“ რედაქციის მდივნად. ხელისუფლებამ „სხივი“ მალე დახურა. „სხივის“ ნაცვლად გამოვიდა „განთიადი“, რომლის ირგვლივ მოხდა [[ბოლშევიკები]]სა და [[მენშევიკები]]ს დროებითი გაერთიანება. მასში ბოლშევიკების მხრიდან მდივანი იყო ფილიპე მახარაძე, ხოლო მენშევიკების მხრიდან ნოე ჟორდანია და [[სევერიან ჯუღელი]], გაზეთის მდივანი იყო თედო კიკვაძე. ხუთი ნომრის გამოცემის შემდეგ გაზეთი დაიხურა, მის ნაცვლად გამოიცა „ელვა“. 1906 წლის 15 აპრილს ავლაბრის არალეგალური ტიპოგრაფიის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია თავს დაესხა გაზეთის რედაქციას და 24 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის თეცო კიკვაძე, რომელსაც ჩხრეკისას უპოვეს პარტიის ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომ მან ფულადი დახმარება გაუწია გენერალ გრიაზნოვის მკვლელის, [[არსენა ჯორჯიაშვილი]]ს მამას. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა გურიაში და განაგრძომასწავლებლობა, პარალელურად აგრძელებდა არალეგალურ პარტიულ საქმიანობას. 1907 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს. იმავე წელს დატოვა ოზურგეთი, რადგან პოლიციამ მასზე მიიტანა ეჭვი პოლიციის მოხელის, დიმიტრი მგელაძის მკვლელობის გამო და დაჭერას უპირებდა. თავი შეაფარა თბილისს და მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალ „ეკალში“, რომელიც მწვავე სატირის გამო ხელისუფლებამ დახურა. 1909 წელს დაბრუნდა ოზურგეთში და სცადა რეალური სასწავლებლის გახსნა, აგრამ ვერ შეძლო მაზრის უფროსის მტრული განწყობის გამო. 1912 წელს დაპატიმრების შიშით კვლავ თბილისში გადავიდა, სადაც ასწავლიდა სხვადასხვა სკოლაში და თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან. 1914 წელს აირჩიეს [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] მთავარი გამგეობის წევრად, სადაც 1918 წლიდან იყო თავმჯდომარის ამხანაგი და მინდობილი ჰქონდა წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობა. 1917 წლიდან იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი. იყო სასკოლო სახელმძღვანელოების გადამამუშავებელი კომისიის თავმჯდომარე, [[მხედრული]] შრიფტის შემასწორებელი კომისიის თავმჯდომარე, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.
 
1917 წლის ნოემბერში აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრად. 1918 წელს ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს]]. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1918 წლიდან 1919 წლის აპრილამდე იყო ქალთა მე-4 გიმნაზიაში ქართული სიტყვიერების მასწავლებელი. 1919 წელს აირჩიეს [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის საქალაქო საბჭო]]ს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად, იყო განათლების და სამანდატო კომისიების წევრი.
 
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. ივლისამდე მუშაობდა სასკოლო საბჭოში, ივლისიდან მიავლინეს განათლების კომისარიატში სამუშაოდ. მონაწილეობდა საბჭოთა სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს შედგენაში. წერდა საბავშვო მოთხრობებს. 1927 წელს დაინიშნა ქართული ენის ლექტორად სამხატვრო აკადემიაში. 1930 წელს ეს სასწავლებელი შეუერთდა პედაგოგიურ ინსტიტუტს, სადაც კიკვაძე განაგრძობდა სწავლებას დოცენტის ხარისხით. 1931 წლიდან ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ასწავლიდა რუსულ ენას. პედაგოგიური ინსტიტუტის ქუთაისში გადატანის შემდეგ [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ასწავლიდა რუსულ ენას. [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] დაარსების შემდეგ ხელოვნების ფაკულტეტზე გახდა ქართული ლიტერატურის ლექტორი. 1931 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერ მუშაკთა სექციის წევრი. გარდაიცვალა 1935 წლის იანვარში.
 
==ლიტერატურა==
Line 40 ⟶ 48:
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1868]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1935]]
[[კატეგორია:ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგოები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თედორე_კიკვაძე“-დან