დავით დავითხანიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დავით დავითხანიანი''' (დ. 17 მარტი, 1888, ტფილისი — გ. 7 აგვისტო...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
დდავით დავითხანიანი დაიბადა [[1888]] წლის [[17 მარტი|17 მარტს]], [[ტფილისი|ტფილისში]]. დაამთავრა ტფილისის კომერციული სასწავლებლის კურსი, ლაიფციგის კომერციული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის ფაკულტეტი [[1914]] წელს.
 
სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა [[1908]] წლის [[11 აპრილი|11 აპრილს]] პარტიის წევრობის გამო დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მალევე დააპატიმრეს, [[1910]] წელს და გადაასახლეს [[რუსეთი|რუსეთში]], საიდანაც საზღვარგარეთ გაღწევა მოახერხა. [[1914]] წელს იყო ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანი. [[1919]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]] უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. იყო სომხეთის რესპუბლიკის სურსათისა და მომარაგების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში. [[1921]] წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, დატოვა საქართველო და [[1923]] წლამდე ცხოვრობდა სტამბოლში. [[1923]] წლის შემდგომ გადასახლდა ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაბმული იყო სომეხი სამხედრო ტყვეების გამოხსნა-მოწყობის ღონისძიებებში. [[1945]] წლიდან [[1949]] წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა შტუტგარდში. [[1949]] წელს გადასახლდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა 1951 წლამდე. [[1951]] წლიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა [[არგენტინა|არგენტინაში]], ბუენოს-აირესში. ხელმძღვანელობდა სომხური ყოვედღიური გაზეთის "Armenia"-ს გამოცემას.
 
==ლიტერატურა==