ეგეოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:William Faden. Composite Mediterranean. 1785.I.jpg|thumb|ეგეოსის რეგიონი]]
'''ეგეოსის კულტურა''', ''კრეტა-მიკენის კულტურა'' —
== განვითარების ეტაპები ==
ხაზი 18:
=== გვიანდელი ბრინჯაოს ხანა ===
[[ფაილი:Young_boxers_fresco,_Akrotiri,_Greece.jpg|thumb|„მოკრივე ბიჭები“ კუნძულ სანტორინიდან]]გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში კრეტის კულტურამ თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია; ამავე პერიოდში მოხდა მისი დაქვეითებაც. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კნოსოსმა, რომელსაც ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში მჭიდრო კავშირი ჰქონდა კონტინენტურ [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], [[ბერძნული კულტურა|ელადურ კულტურასთან]]. ამ ხანის კნოსოსის ფრესკებზე გადმოცემულია ცხოვრებისეული სცენები, ადამიანის წამიერი განცდები. აღსანიშნავია გაპრიალებული მინოსური კერამიკა, რომლებზეც მოცემულია სტილიზებული ორნამენტი, ზღვის სამყარო, საკულტო სიმბოლოები, აგრეთვე ფუფუნების საგნები, ამულეტები გემები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სასახლეები, რომლებშიც მრავალრიცხოვანი დარბაზები, გასასვლელები, სააბაზანო ოთახები, წყალსადენები იყო. მინოსურ ხელოვნებაში იგრძნობა სწრაფვა მცირე ზომებისა და ინტიმურობისაკენ. განვითარებული ყოფილა დამწერლობა. უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან კ. კრეტაზე ხმარებაში უნდა ყოფილიყო იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობა. განსაკუთრებით საინტერესოა [[ფესტოს დისკი|ფესტოსის დისკო]], რომელზეც მატრიცებით ამოტვიფრულია დამწერლობის სრულიად უცხო ნიშნები. მისი პარალელები ძველ სამყაროში
ძვ.წ. XIII საუკუნის დასასრულს ეგეიდასა და [[მცირე აზია]]ში მძლავრი კატასტროფები მოხდა — ე.წ. [[ზღვის ხალხები]]ს შემოსევების შედეგად დაემხო [[ხეთების სამეფო|ხეთების იმპერია უგარითი]], დაქვეითდა ეგეოსის კულტურა; დაინგრა მრავალი დასახლება . დორიელთა შემოსვლით საბერძნეთში დაიწყო ახალი ხანა. ეგეოსის რელიგიის შესახებ გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. კრეტაზე დედაღმერთის კულტს ეთაყვანებოდნენ. მრავლადაა ხელაპყრობილი ღვთაებების ქანდაკებები. B-ხაზოვან წარწერებში მოხსენიებულია [[ზევსი]], [[პოსეიდონი]], [[არტემიდე]], [[ჰერმესი]], [[ათენა]] და სხვა ღმერთები.ძნელია ეგეოსური საზოგადოების სტრუქტურის განსაზღვრაც . კრეტაზე უნდა ყოფილიყო მეფე და მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა. B-ხაზოვანი დამწერლობა საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ საზოგადოების რამდენიმე ფენა: უზენაესი მმართველი (wanax); მხედართმთავარი (lawagetas); წარჩინებულნი (toreta); მამულის მფლობელი სამხედრო პირნი (moraga); კორპორაცია, რომელიც აერთიანებს მიწათმფლობელებს, ხელოსნებს, მწყემსებს (damos) და ა.შ. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ძირითადი კომპონენტი იყო ანატოლიური წარმომავლობის არაინდოევროპული ტომები, გამოთქმულია თვალსაზრისი ეგეოსურ და ქართველურ ტომთა შორის არსებული მჭიდრო მიმართებების შესახებ, რაც [[ნეოლითის ხანა|ნეოლითსა]] და [[ბრინჯაოს ხანა]]ში მომხდარი გადასახლებებით შეიძლება აიხსნას
|