ჭაჭა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
== წარმოშობა და ისტორია ==
ჭაჭის მოხმარების პირველი შემთხვევები დოკუმენტირებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ მისი გამოხდა საქართველშისაქართველოში ღვინის დამზადებასთან ერთად უნდა დაეწყოთ. ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტს, წიგნის - "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანეს" ავტორს, [[ბონდო კალანდაძე|ბონდო კალანდაძეს]] ეჭვი არ ეპარება, რომ ჭაჭის არაყს საქართველოში ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც ღვინოს: "სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!"
<br />
ბონდო კალანდაძის თქმით, ისეთი მარტივი აპარატები, როგორსაც ქართველი გლეხები ახლაც ფართოდ იყენებენ ჭაჭის არაყის გამოსახდელად, მრავალი საუკუნის წინ არაბებმა გაავრცელეს ევროპაში. საქართველოში არაყი სწორედ ასეთი კუსტარული სახდელებით იხდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი აქა-იქ სრულყოფილი სახდელებიც გაჩნდა და რამდენიმე ისეთი ბრენდიც შეიქმნა, რომლებმაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ივანე ერისთავის სახელი არყის წარმოების მსოფლიო ისტორიაშია შესული. ამჟამად მის სახელს ატარებს ცნობილი ევროპული ბრენდი Eristoff Vodka. მე-19 საუკუნეში ძმებმა ოცხელებმა, ბარბარე იმერლიშვილმა, იაკობ ზუბალაშვილმა, გიორგი ბოლქვაძემ, კახია ადანაიამ, დავით სარაჯიშვილმა და სხვებმა ქართული ალკოჰოლური სასმელები პირველებმა აქციეს მაღალხარისხიან საბაზრო პროდუქტად. რამდენიმე ნიმუშმა ალკოჰოლური სასმელების მაშინდელ საერთაშორისო გამოფენებზე მთავარი პრიზებიც კი მოიპოვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭაჭა“-დან