ქრისტიანია (დანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 56:
მედიტაცია და იოგა ყოველთვის პოპულარული იყო ქრისტიანელებში, წლების განმავლობაში ქრისტიანიას ყავდა სამსახიობო ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ არა მხოლოდ ქრისტიანიაში, არამედ კოპენჰაგენსა და [[შვედეთი|შვედეთშიც]]. ლუდვიგსენი ხშირად საუბრობდა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხალხი, რომლებიც სხვა საზოგადოებების მიერ გარიყულნი იყვნენ, უნდა მიეღოთ საკუთარ რიგებში. ეს მიდგომა დღესაც არ შეცვლილა. თუმცა ბევრი პრობლემა შეექმნა ქრისტიანიას ნარკოტიკების გამო. (მძიმე ნარკოტიკების გამოყენება და გაყიდვა აკრძალულია ქრისტიანიაში) ბევრი ნარკოდამოკიდებული შედის და რჩება ქრისტიანიაში, რადგან აქ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ითვლებიან, ამის გამო ბევრი დანიელი თვლის, რომ ქრისტიანია წარმატებული სოციალური ექსპერიმენტია.
 
ქრისტიანია არის სიდიდით მეოთხე ტურისტული ღირთშესანიშნაობა კოპენჰაგენშიბ (ყოველწლიურად ქრისტიანიას ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს).<ref>[http://www.dagbladet.no/2013/12/25/tema/reise/ferie/europaferie/europa/30909554/ En rusten plattform og et kuleformet hus mener de er egne stater - Disse ni europeiske landene eksisterer egentlig ikke.]</ref> ბევრი დანიური ბიზნესი და ორგანიზაცია იყენებს ამ ადგილს უცხოელი სტუმრებისთვის და მეგობრებისთვის. ისინი იწონებენ თავს ამ დანიური საზოგადეობით, რომლის მსგავსი სხვაგან არსად არ არის.{{ფაქტი}}
 
ქრისტიანიის მაცხოვრებლებმა შეიმუშავეს წესები ცხოვრებისათვის, ეს წესები დამოუკიდებელია დანიური მთავრობისგან. წესები კრძალავს ქურდობას, ძალადობას, იარაღს, დანებს, ჯავშანჟილეტებს და მძიმე ნარკოტიკებს..<ref>[https://milepoint.com/forums/threads/guide-to-the-alternative-copenhagen.2246/ Guide to The Alternative Copenhagen]</ref>
 
ქრისტიანიაში არის ცნობილი „Pusher“ ის ქუჩა, სადაც ღიად იყიდება [[ჰაშიში]] და [[კანაფი]], თუმცა სხვა ნარკოტიკები როგორიცაა [[კოკაინი]], [[ამფეტამინი]], [[ექსტაზ]]ი და [[ჰეროინი]] აკრძალულია.