მცხეთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 50:
 
== ისტორია ==
მცხეთისა და „დიდი მცხეთის“ ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III—II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II—I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო-რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მცხეთის ისტორიაში აისახა ახლო აღმოსავლთის უძველეს პოლიტიკური წარმონაქმნთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი დიდი ძვრები — ძვ. მცხეთაში შემოიჭრა ძლიერი კულტურული ნაკადი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III — IV საუკუნეებამდე, ძვ. სამოსახლოების განვითარება, მათი ერთ დიდ ქალაქად, დიდ მცხეთად გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი თავისებურება იყო მოსახლეობის ეთნოგრაფიული სიჭრელი, მისი სოციალური და პროფესიული დიფერენციაცია. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა [[მცხეთოსი|მცხეთოსმა]]. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება [[მესხები|მესხთა]] (მოსხები — მუშქები) ტომის სახელიდან. ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისოსაერთაშორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ანტიკური ხანის დიდი მცხეთა — „არმაზით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და „მუხნარით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარცხენა ნაპირზე — შედგებოდა რამდენიმე, ერთმანეთისაგან განმხოლოებული უბნისაგან — საკუთრივ მცხეთა, არმაზი, მოგვთაკარი, სარკინე, წიწამური (იგივე სევსამორა) და სხვა, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა ხიდებით. თითოეულ უბანში მოსახლეობა მისდევდა ძირითადად მეურნეობის ერთ რომელიმე სახეობას — ლითონის წარმოებას ([[სარკინე]]), სოფლის მეურნეობას ([[წიწამური]]), მეთუნეობას ([[კარსნისხევი]]) და სხვა. ყოველ უბანს ჰქონდა გალავანი, კარი, მოედანი, სავაჭრო სახლები, აბანო, წყალსადენი და სხვა. ტაძრები შენდებოდა გორაკებზე (არმაზის კერპი — ბაგინეთის მთაზე, [[აინინა და დანინა]] — არმაზის გზის პირას, ზადენი — წიწამურის გორაზე და სხვა). საცხოვრებელი უბნები შეფენილი იყო მთის კალთებზე, ხოლო დაბლობში განლაგებული იყო სახელოსნოები, ხილის ბაღები და ვენახები, სასაფლაოები. არმაზისხევში იყო პიტიახშთა რეზიდენცია — არისტოკრატიის უბანი.
 
ჩრდილოეთიდან მცხეთას იცავდა ღართისკარბებრის ციხე და წიწამურის, დასავლეთიდან —სარკინე-სავანეს, აღმოსავლეთიდან —ნაქულბაქევ-ზემო ავჭალის თავდაცვითი სისტემები. უბნების ციხესიმაგრეები ქმნიდნენ დიდი მცხეთის ერთიან თავდაცვით სისტემას, რომლის მთავარი კომპონენტი იყო დიდად გამაგრებული შიდა ციხე (არმაზციხე) —მეფის რეზიდენცია ბაგინეთის მაღალ მთაზე, რომელსაც გაბატონებული მდებარეობა ეკავა მცხეთის მიდამოებზე. ამ პერიოდის მაღალ საამშენებლო და ხუროთმოძღვრულ კულტურაზე მიუთითებს გათხრებით გამოვლენილი: არმაზის (ფართობი 30 ჰა) მშრალი წყობით, დიდი ქვათლილების საფუძველზე ალიზით ამოყვანილი გალავანი (სისქე 2,6—3,0 მ, სიმაღლე 6—8 მ) და ოთხკუთხა კოშკები. ამ ტერიტორიაზე მიკვლეულ სხვა ნაგებობათა („სვეტებიანი დარბაზი“, აბანო და სხვა) ნაშთები. პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები). ნახევრადწრიული კამარით გადახურული, პროფილირებული ლავგარდნით და კარის ჩარჩითი შემკული, მშრალი წყობით ნაგები ქვის [[აკლდამა]] და სხვა. ამასვე ამტკიცებს პიტიახშების ნასახლარზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის სვეტისთავები, ბაზები, ლავგარდნები და სხვა. მცხეთაში დამზადებული ორი სახის [[კრამიტი]], [[ქალაქი]]ს [[მხატვართუხუცესი]]სა და [[ხუროთმოძღვარი|ხუროთმოძღვრის]] თანამდებობის არსებობა და სხვა დედაქალაქობის ხანის მცხეთა ხელოსნობისა ([[მეთუნეობა]], მელითონეობა, ოქრომჭედლობა, ქვით და ხით ხუროობა, მინის წარმოება და სხვა) და ვაჭრობის მსხვილი ცენტრი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცხეთა“-დან