ხორცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:FoodMeat.jpg|მინი|250პქ|ხორცი]]
[[ფაილი:Venison Steaks.jpg|მინი|250პქ|ხორცი]]
[[ფაილი:Hackfleisch-1.jpg|მინი|250პქ|ხორცი]]
'''ხორცი''' — საკლავი და გარეული [[ცხოველები]]ს ჩონჩხის მუსკულატურა; [[ადამიანი]]ს კვების ერთ-ერთი ძირიდადი პროდუქტი. ხორცის შედგენილობაში შედის შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე ნერვული ქსოვილების უმნიშვნელო რაოდენობა. ხორცს უწოდოებენ, აგრეთვე, ნაკლავსა და მის ნაწილებს. [[ცხოველი]]ს სახეობის მიხედვით არჩევენ ძროხის, ცხვრის, ღორის, თხის, ცხენის ხორცს. ახალი ხორცის მუქ წითელ ფერს განაპირობებს [[მიოგლობინი]]. ხორცის კუნთოვანი ბოჭკოს ბირთვში ძირითადად [[ნუკლეოპროტეიდები]] გვხვდება. მიოფიბრილები შეიცავენ მიოზინს, აქტინსა და ტროპომიოზინს. შემაერთებელი ქსოვილის ცილები ძირითადად წარმოდგენილია კოლაგენითა და ელასტინით, აზოტოვანი ექსტრაქტული ნივთიერებები — კარნოზინით, ანსერინით, კარნიტინით, ადენოზინტრიფოსფატით (ატფ), ადენოზინდიფოსფატით (ადფ), ადენოზინმონოფოსფატით (ამფ), ინოზინმონოფოსფატით (იმფ), პურინის ფუძეებით, ამინომჟავებით, შარდოვანათი და სხვა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორცი“-დან