გული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
ადამიანს არ შეუძლია მართოს გულის მუშაობა. ის იკუმშება ჩვენი ნების გარეშე. გულის შეკუმშვათა სიხშირეს ვერც ავაჩქარებთ და ვერც შევანელებთ. მარჯვენა წინაგულში განსაკუთრებული უჯრედების ორი კვანძია, რომელშიც აღმოცენდება აგზნება. ის გადაეცემა წინაგულებსა და პარკუჭებს და აიძულებს გულს რითმულად შეიკუმშოს. გულის კუნთს ავტომატური მოქმედების უნარი აქვს. გულის შეკუმშვათა სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ
დატვირთვაზე, ემოციებზე და ა.შ. დიდი წრის დასაწყისში სისხლი მოძრაობს სქელკედლიან არტერიებში. ქსოვილებში არტერიები იტოტება, წვრილდება და გარდაიქმნება არტერიოლებად, ხოლო შემდეგ კი მიკროსკოპულ კაპილარებად. კაპილარების თხელი კედლებით სისხლიდან ქსოვილებში დიფუზიით გადადის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ხოლო ქსოვილებიდან სისხლში - ნახშირორჟანგი და მავნე ნივთიერებები. ასეთი სისხლი იკრიბება ვენენებში, ვენებს კი ისინი გულისკენ მიაქვს. ვენური სისხლი გულისკენ სიმძიმის ძალის საწინააღმდეგოდ მიედინება. ამაში მას ჩონჩხის კუნთები, ვენის სარქველები და შინაგანი ორგანოების ზეწოლა ეხმარება.
საინტერესოა როგორ მოძრაობს ლიმფა მას შემდეგ რაც ის ლიმფურ კაპილარებში აღმოჩნდება. ლიმფური კაპილარები ერთდება უფრო მსხვილ ლიმფურ ძარღვებად, რომლითაც ლიმფა ლიმფურ კვანძებში მიიტანება. სწორედ ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები, რომებიცრომლებიც ლიმფაში არსებულ მიკროორგანიზმებსა და შხამებს აუვნებლებს. ლიმფური კვანძებიდან მიკრობებისა და შხამისაგან განთავისუფლებული ლიმფა გადადის მსხვილ სადინარებში, რომელიც მსხვილ ვენებს უერთდება და სისხლთან ერთად გულში ჩაედინება. ლიმფის მოძრაობას უზრუნველყოფს ლიმფური სადინრის სარქველები.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გული“-დან