ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Banaba_Island.svg შეიცვალა Map_Banaba_Island_1936-en.svg-ით)
No edit summary
ხაზი 132:
კუნძულ ბანაბის მოსახლეობა თვლის, რომ კირიბატი არასდროს არ მიანიჭებს მათ დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ მათ იმედი აქვთ კუნძულზე ფოსფატების მოპოვების სამუშაოების განახლებისა, რაც წინა წლებში იყო რესპუბლიკის ძირითადი შემოსავალი. 1990 წელს ავსტრალიური სამთომომპოვებელი კომპანია გამოვიდა მოხსენებით კუნძულ ბანაბაზე ფოსფატების მოპოვების განახლების შესაძლებლობის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამი იყო [[კადმიუმი]]ს მაღალი დონის შესახებ (თანამეგობრობის ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად), რის გამოც მოპოვებული ნედლეულის ექსპორტირება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ «მესამე სამყაროს» ქვეყნებში. ამ ფაქტორთან და სამთომომპოვებელი მოწყობილობების მაღალ ცვეთასთან დაკავშირებით მოპოვების განახლება ეკონომიურად არახელსაყრელია.
 
2000 და 2001 წლებში კირიბატის რესპუბლიკის მთავრობამ კუნძულ ბანაბაზე განაახლა გამოკვლევა ფოსფატების მოპოვებაზე ახალზელანდიურ სამთომომპოვებელ კომპანიასთან ერთობლივად. კუნძულის ის მოსახლეობა, რომლეიცრომლებიც დღეისათვის კუნძულ რამბიზე ცხოვრობენ, კატეგორიულად უარს ამბობდა სამუშაოების განახლებაზე. სამწუხაროდ, კუნძულზე არსებული ფოსფატების რაოდენობის გამო მათი მოპოვების სამუშაოების განახლება საკმაოდ შესაძლებელია. მეორე საინტერესო ფაქტი რჩება ის, რომ კუნძულზე მიწების რეკულტივიზაციის შემთხვევაში ამოღებული უნდა იქნეს ფოსფატების ყველა დარჩენილი მარაგი. ანუ, არსებობს აზრი, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს არსებული მარაგები მიწების რეკულტივიზაციის ხარჯების დასაფარად და ქვეყნის ინფრასტრუქტურის პრობლემების გადასაწყვეტად.
 
სპეციალისტების აზრით კუნძულ ბანაბასთვის დამოუკიდებლობის არმიცემის მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს კუნძული — ერთადერთი მაღალი კუნძულია კირიბატის შემადგენლობაში, რომელიც არ არის [[ატოლი]]. [[გლობალური დათბობა|გლობალური დათბობისა]] და მსოფლიო ოკეანის დონის შესაძლო აწევის პირობებში ეს რესპუბლიკაში ერთადერთი ხმელეთის ნაწილია, რომელსაც არ ემუქრება ჩაძირვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ოკეანის დონე აიწევს 18 მეტრზე, კუნძული მაინც არ ჩაიძირება: დარჩება კიდევ 30 მეტრი უმაღლეს წერტილამდე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანაბა“-დან