აჭარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 3476035 ვერსია დაბრუნდება M. ვერსიაზე
No edit summary
ხაზი 444:
გვიანფეოდალურ ხანაში აჭარა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: [[ზემო აჭარა|ზემო (მაღალმთიანი) აჭარა]] და ქვემო (ზღვისპირა) აჭარა, მის ცენტრალურ ნაწილს კი [[შუახევი]] წარმოადგენდა.
 
XVI საუკუნის 70-იან წლებში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს და ახალციხის(ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. XVII საუკუნის მეორე ნახევარში აჭარის ფეოდალებმა ისლამი მიიღეს, გლეხობა კი კვლავ ქრისტიანობას ინარჩუნებდა. ქრისტიანობა აჭარაში XVIII საუკუნის მიწურულამდე შემორჩა. ოსმალეთის ბატონომის ხანაში ზემო აჭარის [[სანჯაყ-ბეი|სანჯაყ-ბეგები]] იყვნენ [[ხიმშიაშვილები]], რომელბიცრომლებიც გარეგნულად [[სულთანი|სულთნის]] მორჩილები იყვნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ [[ავტონომიური რესპუბლიკა|ავტონომიას]] და ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. აჭარაში ოსმალეთის მმართველობა ნომინალური იყო: მოსახლეობა არ იხდიდა ოსმალურ გადასახადებს, არ გადიოდა რეგულარულ სამხედრო სამსახურს, მხოლოდ ომის დროს გამოჰყავდათ მოლაშქრეები, შენარჩუნებული იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები.
 
[[1829]] წლიდან ოსმალებმა ზემო და ქვემო აჭარა [[ტრაპიზონი|ტრაპიზონის ვილაიეთს]], [[ლაზისტანი|ლაზისტანის]] სანჯაყს შეუერთეს. აჭარის მოსახლეობა ოსმალეთის ბატონობის ხანაში გამაჰმადიანდა, მაგრამ არ გათურქებულა და შემოინახა [[ქართული ენა]], ქართული გვარები და ქართული იდენტობა. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ აჭარაში, განსხვავებით მესხეთისაგან, ისლამი მოგვიანებით და ზედაპირულად გავრცელდა. [[1878]] წელს [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთს]] შორის დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა. ახლად შემოერთებული აჭარა ადმინისტრაციულად [[ბათუმის ოკრუგი]]ს სახით გამოიყო. [[1883]] წელს [[ბათუმი|ბათუმისა]] და [[ართვინის ოკრუგი|ართვინის ოკრუგები]] გაერთიანდა და ბათუმის ოლქი შეადგინა, რომელიც ადმინისტრაციულად [[ქუთაისის გუბერნია]]ს დაექვემდებარა. [[დიმიტრი ბაქრაძე]] 1874 წელს აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შემონახული მეხსიერება ქრისტიანობის შესახებ, ახსოვდათ ქრისტიანული დღესასწაულები და მისდევდნენ ზოგიერთ ტრადიციას, მაგ. სააღდგომოდ კვერცხის შეღებვას. ტაძარი შემორჩენილი იყო მხოლოდ სოფელ სხალთაში, ხოლო ხულოს ეკლესია ხიმშიაშვილებს დაუნგრევიათ. ბაქრაძის ცნობით აჭარლები თავს გურჯებად მოიხსენიებდნენ. 1886 წელს რუსეთის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საოჯახო სიებში აჭარლები და შავშელები ჩაწერილნი არიან, როგორც ქართველი მაჰმადიანები. <ref>''[[დიმიტრი ბაქრაძე]]'', „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აჭარა“-დან