გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
lol
5.178.208.70-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|გიორგი V|გიორგი V}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = გიორგი V ბრწყინვალე
|ორიგინალური სახელი =
|სურათი = გიორგი V ბრწყინვალე.jpg
|წარწერა = გიორგი ბრწყინვალე; მხატვარი — გიორგი გეგეჭკორი
<!-- პირველი ტიტული -->
|ქვეყანა = [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]]
|თანამდებობა = [[საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები|მეფე]]
|მმართველობის დასაწყისი = [[1299]]
|მმართველობის დასასრული = [[1302]]
|წინამორბედი = [[დავით VIII]]
|მემკვიდრე = [[ვახტანგ III]]
<!-- მეორე ტიტული -->
|ქვეყანა2 = [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]]
|თანამდებობა2 = [[საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები|მეფე]]
|მმართველობის დასაწყისი2 = [[1318]]
|მმართველობის დასასრული2 = [[1346]]
|წინამორბედი2 = [[გიორგი VI მცირე]]
|მემკვიდრე2 = [[დავით IX]]
<!-- სხვადასხვა -->
|სხვა წოდებები =
|დაბადების თარიღი = [[1286]]
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1346]]
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება =
|შვილები = [[დავით IX]]<br />სულთანი
|სრული სახელი =
|დინასტია = [[ბაგრატიონები]]
|მამა = [[დემეტრე II თავდადებული]]
|დედა = ნათელა ჯაყელი
|რელიგია = [[საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია|მართლმადიდებლობა]]
|ხელმოწერა = George V signature.svg
}}
'''გიორგი V ბრწყინვალე''' (დ. [[1286]] — გ. [[1346]]) — [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]] [[საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები|მეფე]] [[1299]]-[[1302]] და [[1318]]-[[1346|1346 წლებში]],<ref group="კ">სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ გიორგი ბრწყინვალის გამეფების ორ თარიღზე — 1314 და 1318 წწ. [[ივანე ჯავახიშვილი]] თვლის, რომ გიორგის მეფობა 1318 წელზე გაცილებით ადრე უნდა დაეწყო. ამ თარიღის დაზუსტებაზე მსჯელობენ: ჯ. ოდიშელი წერილში — აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის XIV-XVII სს. და ვ. კიკნაძე — გიორგი V-ის გამეფების თარიღის საკითხისათვის.</ref> [[დემეტრე II თავდადებული]]სა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.
 
აღიზარდა [[სამცხე]]ში, მისი პაპის (დედის მამის) [[ბექა I|ბექა I ჯაყელის]] ([[მანდატურთუხუცესი]]) კარზე. [[1299]] წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის [[დავით VIII]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები [[თბილისი|თბილისს]] არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა [[ვახტანგ III]] (მეფობდა [[1302]]-[[1308]] წლებში). [[1318]] წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.
 
იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად [[მონღოლები|მონღოლებთან]] ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — [[ჩობან ნოინი|ჩობან ნოინთან]]. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.
 
ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.
 
გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.
 
== პირველი გამეფება ==
[[ვახტანგ III]]-მ, რომელიც ძმასთან, [[დავით VIII]]-სთან დასაპირისპირებლად გაამეფეს მონღოლებმა, ამ უკანასკნელთა იმედები ვერ გაამართლა. იგი ძმასთან ბრძოლას მხოლოდ მონღოლთა ძალდატანებითა და ისიც, პერიოდულად აწარმოებდა. ამის საპასუხოდ, მონღოლებმა [[1299]] წელს{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=12}}{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=161}}<ref>ქსე, ტ. 3, გვ. 160</ref> აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ [[დემეტრე II თავდადებული]]ს უმცროსი ვაჟი — გიორგი V დაამტკიცეს. გიორგი პაპის (დედის, ნათელა ჯაყელის, მამის), სამცხის მთავრის, [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცეს]] [[ბექა I|ბექა ჯაყელის]] კარზე იზრდებოდა. მართალია, ამ ეტაპზე გიორგის ძალაუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ დედაქალაქზე, [[თბილისი|თბილისზე]], ვრცელდებოდა, მაგრამ ამ ღონისძიებით მონღოლებმა სახელმწიფოს ერთიანობას კიდევ ერთხელ შეურყიეს საფუძველი.
 
=== გიორგი V და გიორგი VI „მცირე“ ===
[[1304]] წელს გარდაიცვალა მეფე [[ვახტანგ III]]. [[ბექა I|ბექა ჯაყელმა]] ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და გიორგი V საილხანოს კარზე დიდი გავლენის მქონე ჩობან ნოინთან გაგზავნა, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=16}}
 
ჩობანმა ტახტის პრეტენდენტი ახალ ყაენს, [[ოლჯაითუ-ყაენი|ოლჯაითუს]], წარუდგინა, რათა მას გარდაცვლილი მეფის ადგილი დაეკავებინა. ყაენმა გიორგი პატივით მიიღო, თუმცა მეფედ გიორგის უფროსი ძმის, [[დავით VIII]]-ის, მცირეწლოვანი ვაჟი, [[გიორგი VI მცირე|გიორგი VI]] დაამტკიცა, რომელზე ზედამხედველობა და ზრუნვაც გიორგი V-ს დაავალა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=16}}
 
[[1311]] წლის დასაწყისში გარდაიცვალა [[დავით VIII]]. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ერთდროულად, ორი მეფე დარჩა — გიორგი V და გიორგი VI. ოლჯაითუ ყაენმა, ამჯერადაც, არჩევანი გიორგი VI-ის სასარგებლოდ გააკეთა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=16}} ყაენს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ტახტის პრეტენდენტთა შორის ყველაზე ძლიერი გიორგი V იყო. მის მხარდამჭერთა შორის იყვნენ როგორც სამცხის მთავრები (რომლებიც დედის მხრიდან მისი ახლო ნათესავები იყვნენ), ასევე ჩობან ნოინიც, რომელთანაც ბექა ჯაყელმა გიორგი ჯერ კიდევ წლების წინ გაგზავნა. მემატიანის გადმოცემით, „''ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი'' ([[გიორგი VI მცირე|გიორგი VI]]) ''მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარამოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა''“.{{sfn-2|„ასწლოვანი მატიანე“|2012|გვ=311}} ყაენმა გიორგი VI-ს დამხმარეებად ამირსპასალარი შანშე II და ზაქარია მხარგრძელები მიუჩინა. ამავე პერიოდში ყაენს რუმის მმართველი აუჯანყდა, რომლის დასამორჩილებლადაც ოლჯაითუმ ჩობან ნოინი გაგზავნა. ამ უკანასკნელს თან გააყოლეს გიორგი V, რომელიც სამცხიდან გაგზავნილ ჯარს სარდლობდა. ამ ლაშქრობაში გიორგიმ ჩობანის დიდი ნდობა მოიპოვა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=16}}
 
== მეორე გამეფება ==
სანამ ჩობან ნიონი და გიორგი V აჯანყებას ახშობდნენ, [[გიორგი VI მცირე|გიორგი VI-მ]] თავის მომხრეებთან ერთად [[თბილისი]] დაიკავა. რუმში აჯანყების ჩაქრობას მთელი წელი დასჭირდა. ჩობანის ლაშქრობიდან დაბრუნებიდან ერთ თვეში [[ოლჯაითუ-ყაენი]] გარდაიცვალა. ილხანთა ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძე, [[აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი|აბუ საიდ ყაენი]] ავიდა. ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი გახდა, რომლის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო. როდესაც გიორგი V-მ ოლჯაითუს გარდაცვალებისა და აბუ საიდის გაყაენების შესახებ შეიტყო, ილხანთა კარზე გაემგზავრა. ჩობანმა გიორგი სიხარულით მიიღო და ყაენის თანხმობით, [[1318]] წელს საქართველოს მეფედ დაამტკიცა. მემატიანის სიტყვებით, ჩობანმა გიორგი „''შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი''“.{{sfn-2|„ასწლოვანი მატიანე“|2012|გვ=312}}{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=16}} საქართველოში დაბრუნებული გიორგი V ყველა წესის დაცვით მეფედ ეკურთხა.
 
გიორგი მეფემ მეტად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. მისი გამეფების პერიოდში ერთიანი საქართველო აღარ არსებობდა, იგი სამ ნაწილად იყო დაყოფილი; ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა; მეფის ხელისუფლება კი დასუსტებული იყო. ასეთ პირობებში გიორგი V-მ მონღოლებთან ურთიერთობის წინამორბედთაგან განსხვავებული გზა აირჩია: მან საყაენოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებას მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება არჩია.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=162}}
 
=== საშინაო პოლიტიკა ===
გიორგი V წინდახედული პოლიტიკოსი იყო. სამეფო ხელისუფლების მიღების შემდეგ მან ჯერ საშინაო საქმეების მოგვარება დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, მეფემ ჩობან ნოინისაგან მიიღო უფლება, რომ ხარკი თავად აეკრიფა. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგანაც ქვეყანამ გადასახადების ამკრეფი საგანგებო მოხელეების, [[ბასკაკი|ბასკაკების]] თვითნებობისაგან დაისვენა.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=162}}
 
==== ოსთა განდევნა შიდა ქართლიდან ====
ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გიორგი V-მ საქართველოში გაატარა, [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიიდან]] გადმოსული ოსების წინააღმდეგ გალაშქრება იყო.
 
XIII საუკუნის 30-იან წლებში, მონღოლთა ხელშეწყობით, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]] ოსთა თარეში გახშირდა. {{ციტატა|იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად, და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თავისად დაიჭირეს ოვსთა... და დაწვეს გორი სრულიად.}} მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მანამდეც იბრძოდნენ ოსთა თარეშის ასალაგმად, მონღოლთა ხელშეწყობისა და განსაკუთრებით კი ქვეყნის შიდა აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმები მაინც გრძელდებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=77}}{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=197}} [[ჟამთააღმწერელი|ჟამთააღმწერლის]] ცნობით, მათი განდევნა მხოლოდ გიორგი მეფემ შეძლო. ქართველებმა სამი წელი მოანდომეს [[გორი]]ს აღებას, რის შემდეგაც ოსებისაგან მთელი შიდა ქართლი გაწმინდეს. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მიხედვით, გიორგი ბრწყინვალემ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა და გაამაგრა და ასე „''დაამშვიდა ქართლი ოსთაგან''“.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=77}}
 
==== ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ ====
ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, გიორგი V იძულებული გახდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. ილხანთა ყაენები ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ ქართველ მეფეთა ურჩ ერისთავებსა და მთავრებს. ახლა კი, რადგანაც გიორგის ჩობან ნოინის კეთილგანწყობა უკვე მოპოვებული ჰქონდა და [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]]შიც შინააშლილობა სუფევდა, მეფემ ხელსაყრელი დროით ისარგებლა და ის ერისთავები, რომლებიც მას არ დაემორჩილნენ, კერძოდ კი კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ერისთავები, კახეთში, [[ცივი (მწვერვალი)|ცივის]] მთაზე დარბაზობაზე მიიწვია და ერთიანად გაჟლიტა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=78}}{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=199}}{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=18}} ამ რადიკალური ქმედებით გიორგი V-მ მეფის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერა.
[[Image:Georgia during the reign of King George V.jpg|left|thumb|265px|საქართველო გიორგი ბრწყინვალეს დროს.]]
 
==== საქართველოს გაერთიანება ====
გამეფებიდანვე, მეფის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი საქართველოს ერთიანობის აღდგენა იყო. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ გამეფებულ [[კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)|კონსტანტინე I-ს]] მისივე ძმა, [[მიქელი (იმერეთის მეფე)|მიქელი]] აუჯანყდა. ძმათა შორის ბრძოლა ხან წყდებოდა ხანმოკლე დაზავებით, ხან კი ისევ გრძელდებოდა. [[1327]] წელს კონსტანტინე გარდაიცვალა და ტახტი მიქელმა დაიკავა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მიქელს მცირეწლოვანი ვაჟი — ბაგრატი დარჩა, რომელსაც მთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. ამით ისარგებლა გიორგი ბრწყინვალემ, დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს, მათთან შეთანხმებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ყველა ციხე და ქალაქი დაიკავა. ბაგრატი მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად ქუთაისის ციხეში გამაგრდა, მაგრამ როდესაც გიორგის ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, ბაგრატი მეფეს ჩაბარდა, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობის პირობა და შორაპნის ერისთავობა მიიღო.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=78}}{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=24}} ქუთაისში გიორგი მეფეს დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სვანთა ერისთავები ეახლნენ დიდი საჩუქრებით და მორჩილება გამოუცხადეს. შემდეგ მეფემ თავად იმოგზაურა ოდიშში, აფხაზეთსა და გურიაში და იქაური საქმეები მოაწესრიგა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=78}}
 
გიორგი ბრწყინვალემ სამცხის შემოერთებაც მშვიდობიანად მოახერხა. [[1334]] წელს, როდესაც ბიძამისი, სამცხის მთავარი [[სარგის II|სარგისი]] გარდაიცვალა, მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე, [[ყვარყვარე I|ყვარყვარე]] მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. ამ აქტით გიორგი V-მ, არსებითად, საქართველოს გაერთიანების პროცესი დაასრულა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=24}}{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=78}}
 
==== საქართველოს გათავისუფლება მონღოლთა ბატონობისაგან ====
[[1327]] წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდმა საყაენოს უკუსვლის შეჩერება ვეღარ შეძლო. [[1335]] წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული ქაოსი დაიწყო და ფაქტობრივად, საილხანო ერთმანეთის მოქიშპე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.
 
შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი V-მ. მან მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და მათი ჯარი ქვეყნიდან განდევნა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როგორც მშვიდობიანი და დიპლომატიური, ისე ძალისმიერი საშუალებები (ეს პროცესი 1327-1335 წლებში გრძელდებოდა).{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=79}} მართალია, XIV საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მათი ბატონობის აღდგენის მიზნით რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=79}}
 
==== ეკონომიკური ღონისძიებები ====
საქართველოს ერთიანობის აღდგენამ, მონღოლთა ბატონობისაგან გათავისუფლებამ და ქვეყანაში წესრიგის დამყარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. საქართველოს ქალაქებში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნური წარმოება; სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქალაქებთან, არამედ [[ევროპა|ევროპის]], კერძოდ კი ჩრდილოეთ [[იტალია|იტალიის]] ქალაქ-სახელმწიფოებთანაც. აქტიური სავაჭრო ურთიერთობების დამადასტურებლად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ [[თბილისი]]ს გარდა, [[ზარაფხანა|ზარაფხანები]] [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[დმანისი|დმანისში]], ყარაღაჯსა და [[ანისი|ანისშიც]] არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოსა და საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიაში]], საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, უმთავრესად, იჭრებოდა მონღოლური ან უფრო ზუსტად, ქართულ-ჰულაგუიდური მონეტები, რომელთა მიზანსაც აღმოსავლეთის ქალაქებთან სავაჭრო კავშირების აღდგენა და განმტკიცება წარმოადგენდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=84}}
 
მონღოლური ფულის პარალელურად, გიორგი V-მ მოაჭრევინა [[ვერცხლი]]ს [[მონეტა]], რომლის მთავარი დანიშნულება საშინაო ბაზრის მომსახურება უნდა ყოფილიყო. ეს ფული, შემდგომში, ფართოდ გავრცელდა. მაგალითად, [[სამცხე]]ში, [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] დასაწყისში, ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილ სამართლის წიგნში, ქონებრივი საზღაურის გადახდა „ყაზანური თეთრით“ იყო დაწესებული. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] 80-იან წლებში კი [[აღბუღა I|აღბუღა]] [[ათაბაგი|ათაბაგ]]-[[ამირსპასალარი]]ს მიერ შემოღებულ სამართლის წიგნში საზღაურად უკვე „დიდისა, წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი“ დაუდგენიათ. ქართულ წყაროებში ეს ფული „[[გიორგაული თეთრი]]ს“ სახელით იხსენიება.<ref group="კ">ზოგიერთი მეცნიერ-ნუმიზმატის აზრით, რადგანაც უკანასკნელ დრომდე გიორგი V-ის მიერ მოჭრილი მონეტა აღმოჩენილი არ არის, აქ არა გიორგი მეფის მიერ მოჭრილი ქართული ფული, არამედ „გიორგის ჟამის“ მონღოლური ფული უნდა იგულისხმებოდეს.</ref>
 
ამავე პერიოდში, დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა ე. წ. „[[კირმანეული თეთრი]]“, რომელიც ტრაპიზონის ვერცხლის ასპრების მინაბაძს წარმოადგენდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=84}}
 
[[ხელმწიფის კარის გარიგება|ხელმწიფის კარის გარიგების]] შემორჩენილი ნაწილიდან ჩანს, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობის პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიუღწევია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს, კერძოდ, მევენახეობა-მეღვინეობასა და მებაღეობა-მეხილეობას. ამ დარგების განვითარებისათვის აუცილებელი იყო გაუქმებული სარწყავი სისტემის აღდგენა და ახლების მშენებლობა, რადგან აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში მორწყვის გარეშე აღნიშნულ დარგებს დიდი წარმატება ვერ ექნებოდათ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=85}}
 
==== ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში ====
ჯერ კიდევ [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ხანაში დაიწყო ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის გათავისუფლება. [[თამარ მეფე|თამარის]] ეპოქაში ამ პროცესმა ფართო ხასიათი მიიღო, თუმცა [[მონღოლები|მონღოლთა]] შემოსევების შემდეგ ძველი სომხური მიწების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა. მეფე გიორგის, როგორც ჩანს, მეტისმეტი ყურადღება გამოუჩენია სომხეთისადმი და მისი შემომტკიცების საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შესდგომია, როცა მონღოლთა უზენაესობას ჯერ ისევ ცნობდა. ქალაქ [[ანისი]]ს მეჩეთზე ამოკვეთილი [[სპარსული ენა|სპარსულენოვანი]] წარწერა, რომელიც ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით გაუკეთებიათ, გვაუწყებს, რომ ეს ქალაქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია.<ref>3 W. Barthold, ' Die persische Inschrift an der Mauer der Manucehr-Moschee zu Ani ', trans. and edit. W. Hinz, ZDMG, Bd. 101, 1951, 246;</ref> ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის საქართველოს სამეფოში ყოფნა დასტურდება თავად სომხური წყაროებითაც. [[1321]] წელს [[გლაძორის მონასტერი|გლაძორის მონასტერში]] გადაწერილ [[სახარება]]ს აქვს ერთი მინაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ წიგნი დაიწერა „''სომხური წელთაღრიცხვის ''ჩჰ'' (1321), სასტიკ და უკეთურ დროში,როდესაც სომეხთა და ქართველთა ქვეყანა მძლავრობით ეპყრა მოისართა ნათესავს, ქართველებზე გორგედ სახედლებულს''“.<ref>სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV-XV სს.): სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ. მთარგმნელ–კომენტატორი: ალექსანდრე აბდალაძე; გამომცემლობა ''მეცნიერება''. თბილისი გვ. 20</ref>
 
იმავე მონასტრის [[1323]] წლის მინაწერში კი წერია, რომ ხელნაწერი შეიქმნა „''იაფეტური წელთაღრიცხვის ''ჩჰბ'' (1323), დიდი თვითმპყრობლის, [ა]ბუსაიდ სახელდებული ხანის მიერ ქვეყნის ფლობისას, სომხებზე კილიკიის ტახტზე მჯდომი ლევონის, საქართველოსა და დიდი სომხეთში მეფე გიორგის მეფობისას..''“ <ref>Ibid.</ref>
 
[[1336]] წელს, [[ყირიმი]]ს ქალაქ [[სუხათი|სურხათში]] გადამწერი ტერტერი ''[[ვარდან აიგეკცის ქადაგება|ვარდან აიგეკცის ქადაგებანის]]'' მინაწერში უთითებს : „''მე, ტირაცუ, კაცი უღირსი, საბრალობელი, უდები მღვდელი... ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი, შესანიშნავ ქალაქ [[ერევანი|ერევნიდან]]''“.<ref>Ibid. 22-23</ref>
 
საქართველოს, ამავე ხანაში, ეკუთვნოდა სივნიეთის (სიუნიქის) მხარეც. [[1337]] წლის ერთ-ერთ გადაწერილ დოკუმენტს, აქვს მინაწერი, რომლის მიხედვითაც ხელნაწერი შეიქმნა „''სომეხთა და ქართველთა დიდი მხერდართმთავრის, მეფური წარმომავლობის მთავრის [[ბურთელ ორბელიანი|ბურთელის]] მბრძანებლობისას''“.<ref>Ibid. 23 </ref>
 
დოკუმენტში მოხენიებული ბურთელი, არის ბურთელ ორბელიანი, რომელთა საგვარეულო საქართველოს მეფის მიერ მათი წინაპრების სომხეთში გაძევების შემდგომ იქ დამკვიდრდა და ცალკეულ მხარეებს მართავდა, თუმცა მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი არ შეუწყვეტიდათ საუკუნეების განმავლობაში. ბურთელ ორბელიანს, მეფე გიორგი ბრწყინვალემ, როგორც ჩანს, მხედართმთავრობაც უბოძა.
 
=== საგარეო პოლიტიკა ===
==== ურთიერთობა წმინდა მიწასა და ეგვიპტის სასულთნოსთან ====
[[იერუსალიმი]]ს ქართველთა ეკლესია-მონასტრები XIII საუკუნეში მუსლიმებმა მიიტაცეს. 1305 თუ 1310 მეფე [[დავით VIII]]-ის მცდლობით ქართველებმა [[ჯვრის მონასტერი|ჯვრის მონასტრის]] დაბრუნება შეძლეს, თუმცა სხვები კვლავ მაჰმადიანთა ხელში რჩებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
გიორგი V-მ თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებშივე მიაქცია ყურადღება იერუსალიმის ქართულ სავანეებს. პირველი ელჩობა მან ჯერ კიდევ 1316 წელს გაგზავნა (როცა ის ჯერ კიდევ [[გიორგი VI მცირე|გიორგი VI-ის]] მეურვედ ითვლებოდა), მეორედ კი — 1320 წელს. გიორგიმ ეგვიპტის სულთანს ძვირფასი საჩუქრები და წერილი გაუგზავნა. როგორც ჩანს, იგი ქართული სავანეების დაბრუნებასა და ყველა ქრისტიანის შეურაცხმყოფელი წესების, მათ შორის მომლოცველთათვის ცხენზე ნორმალურად ჯდომის აკრძალვის (მათ ორივე ფეხი ერთ მხარეს უნდა ჰქონოდათ) გაუქმებას ითხოვდა. სანაცვლოდ, გიორგი სულთანს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
ელჩებად გაგზავნილები იყვნენ პიპა ქსნის ერისთავის შვილი და დეკანოზი იოანე ბანდაისძე. სულთანმა გიორგის თხოვნა შეასრულა: ქართველებს ქრისტეს საფლავის კლიტენი დაუბრუნა და ცხენზე ამხედრების ქრისტიანთათვის შეურაცხმყოფელი წესიც გააუქმა. გარდა ამისა, ქართველი მომლოცველები ხარკის გადახდისაგან გაათავისუფლა და ნება დართო ქალაქში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
გიორგი V-ს ეგვიპტის სასულთნოში დიდად აფასებდნენ. ჩვენამდე მოღწეული არაბული წყაროები მისი და მისი პერიოდის საქართველოს შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას იძლევიან. ეგვიპტის სახელმწიფო მდივნის, ალ-უმარის (1301-1349 წწ.) ნაშრომში „მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება“ დაცულია ეგვიპტის სულთნების საქართველოს მეფეებთან მიმოწერის წესი. სულთნები თავიანთ ოფიციალურ ეპისტოლეებში საქართველოს მეფეს შემდეგნაირად მიმართავდნენ: {{ციტატა|მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისას, დიდებულისა, გულადისა, მამაცის, ლომისა, მეთაურისა, მრავალგზის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ-მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=23}}}}
 
ამ რამდენადმე ზეაწეული ტონით დახასიათებაში კარგად ჩანს გიორგი V, როგორც ნიჭიერი პოლიტიკოსი და დიპლომატი, კეთილად განწყობილი სხვა ხალხებისა და რელიგიებისადმი. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, ელ-უმარის ეს ცნობები გიორგი მეფეს „ფართო და თავისუფალი აზროვნების მქონებელ პოლიტიკოსად გვაგულისხმებინებს“.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=203}}{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=85}}
 
==== ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან ====
[[საქართველოს სამეფო]] [[XIV საუკუნე]]შიც არაერთხელ გახდა დასავლეთევროპელთა ყურადღების ობიექტი. აღსანიშნავია [[რომის პაპი|რომის პაპების]] ცხოველი ინტერესი საქართველოსა და მისი მეფისადმი. შემორჩენილია როგორც კათოლიკე მისიონერთა მიმოწერა, ისე თავად პაპ [[იოანე XXII]]-ის 1322 წლით დათარიღებული წერილი მეფე გიორგისადმი, რომლებიც მრავალ საყურადღებო ცნობას შეიცავენ. საინტერესოა, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობისას სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადაიტანეს,{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=27}} ასევე, დასტურდება საქართველოში თბილისის საეპისკოპოსოს გარდა მეორე, სებასტოპოლისის, იგივე ცხუმის საეპისკოპოსოს არსებობაც, რომელიც [[1318]] წელს დაარსდა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=28}}
 
აღსანიშნავია, გიორგი მეფის ცხოველი პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთის მეფე [[ფილიპ VI (საფრანგეთი)|ფილიპ VI-სთან]], რასაც მათ შორის არსებული მიმოწერაც ადასტურებს. გიორგი V საფრანგეთის მეფეს სწერდა, რომ მზად იყო მასთან ერთად მონაწილეობა მიეღო სირია-პალესტინის „წმინდა მიწების“ გათავისუფლებაში, რისთვისაც მზად ჰყავდა 30 000 ჯარისკაცი. 1332-1333 წლებში მეფეს პატივით მიუღია ფილიპე VI-ის ელჩები, რიკარდო მერჩერი (რიშარ მერსიე) და ალექსანდრე ინგლისელი.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=29}}
 
==== ურთიერთობა ტრაპიზონის იმპერიასთან ====
[[ტრაპიზონის იმპერია|ტრაპიზონის იმპერიის]] მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივი, ქართული ტომებით — [[ლაზები]]თა და [[ჭანები]]თ იყო დასახლებული. იმპერიის მოხელეთა შორისაც ბევრი სწორედ მათი წრიდან გამოსული პირი იყო. ტრაპიზონში მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მომხრე დიდებულებსა და ადგილობრივი, ქართული ორიენტაციის ჯგუფებს შორის.
 
გიორგი V-მ სცადა საქართველოს გავლენის აღდგენა ტრაპიზონის იმპერიაში. მონღოლთა საქართველოში გაბატონების შემდეგ, ამ უკანასკნელის გავლენა ტრაპიზონში მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა მთლიანად არ მოსპობილა. [[1332]] წელს ტრაპიზონში, ბიზანტიის დახმარებით, გამეფდა [[ბასილი (ტრაპიზონი)|ბასილი]], რომელსაც ცოლად შერთეს ბიზანტიის იმპერატორ [[ანდრონიკე III (ბიზანტია)|ანდრონიკე III-ის]] ასული [[ირინა პალეოლოგოსი|ირინა]]. ბასილმა გააძევა თავისი ძმისშვილი მანუილი და დახოცა მთავრობის დიდი მოხელეები — დიდი დუქსი ლეკის ჭიჭანჭეოსი, მისი მეუღლე სარიკენა და შვილი — დიდი დომესტიკოსი ჯაბა. ისინი საქართველოს მომხრე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=87}} [[1340]] წელს ბასილი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მეუღლე ირინა პალეოლოგოსი ავიდა. ამან იმპერიის მმართველ წრეებში განხეთქილება გამოიწვია. როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსთა დასი. ამას დაემატა თურქების შემოსევაც, რის შედეგადაც „დაიწვა მთელი ტრაპიზონი“. იმპერატორ ბასილის აუჯანყდა მისი უფროსი და, მონაზონი [[ანა (ტრაპიზონი)|ანა]] (ანახუტლუ), რომელმაც „სამონაზნო სამოსი გაიძრო, წავიდა ლაზიკაში (ე. ი. საქართველოში) და იქ გამაგრდა“. ორ კვირაში იგი უკან დაბრუნდა ქართული ჯარით, [[1341]] წლის 17 ივლისს ირინე დედოფალი განდევნა და თავად გამეფდა. ქართველთა ჯარის ერთი ნაწილი იქვე დარჩა. მათი დახმარებით ანამ მოიგერია ბიზანტიელთა შემოტევა, რომელთა მიზანი მისი ჩამოგდება და მიხეილ კომნენოსის გამეფება იყო.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=87}}
 
ანამ მხოლოდ წელიწადი და ორი თვე იმეფა. [[1342]] წლის სექტემბერში ბიზანტიის მომხრეთა დასმა გაიმარჯვა. იმპერატორის ტახტი [[იოანე III (ტრაპიზონი)|იოანე]] [[მიხეილი (ტრაპიზონი)|მიხეილის]] ძე კომნენოსმა დაიკავა. ანა და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამ მარცხისა, ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსთა წრე შემდეგაც აგრძელებდა ხელისუფლებისათვის ბრძოლას.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=87}}
 
==== ურთიერობა კილიკიის სომხურ სამეფოსთან ====
მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[კილიკია]]ში, სომხური მოსახლეობის მიგრაციის შედეგად, [[1080]] წელს, სომხური სამთავრო ჩამოყალიბდა, რომელიც [[1198]] წელს სამეფოდ გარდაიქმნა. [[საქართველოს სამეფო]]ს მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობის გარდა ნათესაურ-დინასტიური ქორწინებებიც აკავშირებდა. [[1336]] წელს გიორგი V-ის ქალიშვილი — სულთანი, ცოლად გაჰყვა კილიკიის სომხური სამეფოს უფლისწულ ჟან დე ლუზინიანს, რომელიც [[1341]]-[[1342]] წლებში, კონსტანტინე III-ის სახელით მართავდა კილიკიას.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=36}}
 
== გიორგი V ბრწყინვალე ისტორიოგრაფიაში ==
გიორგი V [[1346]] წელს გარდაიცვალა. მან შეძლო დაშლილი ქვეყნის კვლავ გაერთიანება, მისი მონღოლთა თითქმის საუკუნოვანი ბატონობისაგან გათავისუფლება და საქართველოს მთისა და ბარის ხელახლა გაერთიანება. მან დატოვა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ყველა ამ დამსახურებისათვის გიორგი V-ს ქართველმა ხალხმა გიორგი ბრწყინვალე უწოდა.
 
ანონიმი ქართველი მემატიანე — [[ჟამთააღმწერელი]] გიორგი ბრწყინვალის შესახებ წერდა: {{ციტატა|ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა, და წარვიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი, და იწყო მთმან აღმოჭვირვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკვირველისა და საშინელისა თქუმად.}}
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] გიორგი მეფის მოღვაწეობაზე აღნიშნავს: {{ციტატა|ხოლო ამისათვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე უხვი, ობოლთა და ქურივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი... სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა — სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა...}}
 
ასე ახასიათებს მეფე გიორგის მოღვაწეობას [[ივანე ჯავახიშვილი]]: {{ციტატა|საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, ბაგარატ III-ის, დავით აღმაშენებლისა და არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში, ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორიც გიორგი V ბრწყინვალემ დაიმსახურა. მისი ქება თანასწორად გვხვდება, როგორც ქართულს, ისევე მეზობლების წყროებშიც. მისი უარყოფა ვერ შესძლებიათ ისეთ პირებსაც, რომელთა პოლიტიკა მისას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა.}}
 
ასეთ შეფასებას აძლევს გიორგი ბრწყინვალის მეფობას [[ისიდორე დოლიძე]]: {{ციტატა|მეფე გიორგი V საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამოჩენილი მოღვაწე და სახელმწიფო ხელმძღვანელი იყო. თამარ მეფის შემდეგ ფეოდალურ საქართველოს არ ჰყოლია სახელმწიფოს ასეთი დიდი საჭეთმპყრობელი. მისი სახელი და მოღვაწეობა ქება-დიდებითაა მოხსენიებული ქართულ მატიანეებსა და საისტორიო წყაროებში.}}
 
XIV საუკუნის საქართველოს ისტორია მონოგრაფიულად შეისწავლა ისტორიკოსმა ვაჟა კიკნაძემ. მისი ნაშრომი — საქართველო XIV საუკუნეში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, უშუალოდ გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობასაც მოიცავს. მონოგრაფია [[1989]] წელს გამოქვეყნდა.
 
[[1955]] წელს, [[ლონდონი|ლონდონში]], გამოქვეყნდა ინგლისელი მეცნიერის, დევიდ მარშალ ლენგის ნაშრომი — საქართველო გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, რომელშიც XIV საუკუნის საქართველოს ისტორიის მრავალი საინტერესო მომენტია გაშუქებული.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|160-161|ხანთაძე შ.}}
* {{cite book |last=მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი|first= |year=[[2007]] |title=საქართველოს მეფეები |publisher=ნეკერი |location=[[თბილისი]] |isbn=99928-58-36-2|ref=CITEREFსაქართველოს მეფეები2007}}
* {{cite book |last=მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი|first= |year=[[2012]] |title=საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-19-586-0|ref=CITEREFსაქართველოს ისტორია, ტ. III2012}}
* {{cite book |last=[[ივანე ჯავახიშვილი]]|first= |year=[[2012]] |title=ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად, ტ. III |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-19-789-5|ref=CITEREFქართველი ერის ისტორია, ტ. III2012}}
* {{cite book |last=კეკელია|first=ვლადიმერ |year=[[2015]] |title=საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 10 — გიორგი ბრწყინვალე |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-21-759-3|ref=CITEREFვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე2015}}
* {{cite book |last=შუბითიძე|first=ვაჟა |year=[[2014]] |title=ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი|publisher=„გავაზი“ |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-9276-6-9|ref=CITEREFყველა დროის 100 უდიდესი ქართველი2014}}
* {{cite book |last=|first= |year=[[2012]] |title=ქართლის ცხოვრება, ტ. II — „ასწლოვანი მატიანე“ |publisher=ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-15-586-4|ref=CITEREF„ასწლოვანი მატიანე“2012}}
 
== კომენტარები ==
<references group="კ"/>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო|2}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{s-hou|[[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა დინასტია]]||[[1286]]||[[1346]]}}
{{მემკვიდრეობის დაფა
| წინამორბედი = [[დავით VIII]]
| ტიტული = &nbsp;&nbsp;&nbsp;[[საქართველოს სამეფო|საქართველოს]] [[საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები|მეფე]]&nbsp;&nbsp;&nbsp;
| წლები = [[1299]]-[[1302]]
| შემდეგი = [[ვახტანგ III]]
}}
{{მემკვიდრეობის დაფა
| წინამორბედი = [[გიორგი VI მცირე]]
| ტიტული = &nbsp;&nbsp;&nbsp;[[საქართველოს სამეფო|საქართველოს]] [[საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები|მეფე]]&nbsp;&nbsp;&nbsp;
| წლები = [[1318]]-[[1346]]
| შემდეგი = [[დავით IX]]
}}
{{დაასრულე ყუთი}}
{{ერთიანი საქართველოს მეფეები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1286]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1346]]
[[კატეგორია:საქართველოს სამეფოს ბაგრატიონები]]
{| class="wikitable"
|
{| class="wikitable"
| colspan="2" |
|
|-
| colspan="2" |
|
|-
|
|
|
|-
|
|
|
|-
| colspan="2" |
|
|}
|}
{{Rar grg}}