ამოწყდომა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სახეობათა ამოწყდომა''' ([[ცხოველები|ცხოველებისა]], [[მცენარეები|მცენარეებისა]], [[მიკროორგანიზმები|მიკროორგანიზმებისა]]) — მოვლენა, რომელიც ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების პროცესში ხდება. უმეტეს შემთხვევაში ამოწყვეტის მიზეზია [[ბუნებრივი გადარჩევა]] (ორგანიზმები ვერ ასწრებენ შეეგუონ გარემოს მკვეთრ ცვლილებებს). ხშირად ამოწყვეტის მიზეზი ორგანიზმთა გადაგვარებაა (იხ. [[დეგენერაცია]]). ორგანული სამყაროს ისტორია ნათლად მოწმობს, რომ ფორრმების დიდი უმრავლესობა ისე ამოწყდა, შთამომავლობა არ დაუტოვებია. [[ჟორჟ კიუვიე]] და მისი მიმდევრები ამას გლობალური ხასიათის კატასტროფებით ხსნიდნენ. [[ჟან ბატისტ ლამარკი|ჟან ბატისტ ლამარკმა]] დაგმო კიუვიეს „კატასტროფათა თეორია“, მაგრამ მეორე უკიდურესობამდე მივიდა: მისი აზრით, თითქმის ზველა გამქრალი სახეობა ახალ სახეობად არის გარდაქმნილი და არაა ამომწყდარი. ამოწყდომის მოვლენა ჭეშმარიტად მეცნიერულად ახრსნა [[ჩარლზ დარვინი|ჩარლზ დარვინმა]]. მან დაასაბუთა, რომ ორგანული ფორმების ამოწყდომის მთავარი მიზეზია გარემოს ცვლილებები და რომ, ამასთანავე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო [[აბიოტური ფაქტორები]]ს, არამედ [[ბიოტური ფაქტორები]]ს (სახეობათშორისო ურთიერთობანი) ცვლილებებსაც.
 
გარემოს სწრაფი შეცვლის შედეგად შეიძლება ამოწყდეს შედარებით შეზღუდული არეალის მქონე [[სახეობა|სახეობები]], მაგრამ ფართოდ (ყველა [[ოკეანე]]ში ან [[კონტინენტი|კონტინენტთა]] უმეტესობაზე) გავრცელებული ფორმები ყველგან ერთბაშად არ ქრება, რადგან დედამიწის ისტორია არ იცნობს მსოფლიო მასშტაბისა და არაჩვეულებრივი სისწრაფის კატასტროფებს. დარვინის კონცეფციის თანახმად, [[მცენარეები|მცენარეთა]] და [[ცხოველები|ცხოველთა]] ზოგი ჯგუფის საბოლოო ამოწყდომა ხშირად ძლიერ ჭიანურდება, რადგან ხელსაყრელ პირობებში ცალკეული სახეობა შეიძლება დიდხანს შემორჩეს პირვანდელი არეალის რომელიმე მცირე უბანს. ამით აიხსნება ოდესღაც ფართოდ გავრცელებული ჯგუფების ნაშთების — რელიქტური ფორმების არსებობაც (იხ. [[რელიქტები]]). რელიქტური ორგანიზმია, მაგ. 30-იან წლებში [[აფრიკა|აფრიკის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან აღმოჩენილი [[ლატიმერია]], რომლის მონათესავე ნამარხი ფორმები მანამდე მხოლოდ გვიან [[პალეოზოური ჯგუფი|პალეოზოურსა]] და [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოურში]] ([[დევონური სისტემა|დევინურიდან]] [[ცარცული პერიოდი|ცარცულ პერიოდამდე]]) იყო ცნობილი. ამოწყდომის დარვინისეული მოძღვრება პალეონტოლოგიური ფაქტების საფუძველზე განავითარა და გააღრმავა [[ვლადიმერ კოვალევსკი]]მ, რომელმაც გვიჩვენა, რომ ამოწყდომის ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ინადაპტიური ევოლუცია ([[კოვალევსკის კანონი]]).
 
მზარდი ტექნიკის პროგრესისა და მოსახლეობის განუწყვეტილი ზრდის პირობებში მრავალი სახეობის ამოწყდომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოტურ ფაქტორად გვევლინება ადამიანის საქმიანობა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამოწყდომა“-დან