პალმები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
| სურათის წარწერა =
| სურათის აღწერა =
| სამეფო = მცენარეებიმცენარეთა
| განყოფილება =[[ყვავილოვნები]]
| კლასი =[[ერთლებნიანები]]
| რიგი =
| ოჯახი ='''პალმები'''
| ლათ =Palmaeyleao
| ვიკისახეობები =Palmae
| commons = Category:Palmae
}}
'''პალმებიპამები''' (Arecaceae ანუ Palmae) — [[ერთლებნიანები|ერთლებნიანი]] ხისებრი მარადმწვანე [[მცენარეები|მცენარეების]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]. ჩვეულებრივ დაუტოტავი, სვეტისებური ღერო აქვთ, რომლის სიმაღლე 60 მ, დიამატრი 1 მ აღწევს. იშვიათად გვხვდება დატოტვილი (დუმ-პალმა) და კასრისებრ გამსხვილებულღეროვანიანი სახეობები. პალმების ღერო უმთავრესად გლუვია ან დაფარულია ფოთლების ყუნწების ნარჩენებით, რომელზეც ზოგჯერ ეკლებიცაა განვითარებული. ზოგიერთი პალმები წვრილი, ძალზე გრძელღეროიანი (300 მ-მდე) ლიანებია. პალმების ფრთისებრი ფოთლების სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს 15 მ-ს, ხოლო ყველაზე დიდი მარაოსებრი ფოთლების დიამეტრი — 5 მ-ს; ფოთლები ღეროს კენწეროში მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილობენ 5-12, ზოგჯერ 30-35 წლის ასაკში. ყვავილედი ტაროსებრი ან თავთავისებრი, ზოგჯერ მტევნისებრი ან საგველასებრია. ვითარდება ფოთლის იღლიებში, ზოგჯერ კენწეროზე. უკანასკნელ შემთხვევაში მცენარე [[მონოკარპული მცენარეები|მონოკარპულია]] და ყვევილობის შემდეგ მთლიანად იღუპება ან ზოგჯერ ღეროს ძირთან ივითარებს მრავალრიცხოვან ამონაყარს. ნაყოფი უხსნელია, წვნიანი ან მშრალი, მეტწილად [[კურკიანა]] ან [[კენკრა]].
 
ოჯახში 240-მდე გვარი და 3400-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებშიც. სამხრეთ ევროპაში ველურად იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — [[ქონდარა პალმა]] (Chamaerops humilis). პალმების ბუნებრივი არეალის ჩრდილოეთი საზღვარი ჩრდილოეთ განედის 38°, სამხრეთის — სამხრეთ განედის 42° აღწევს. გვხვდება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში: ტენიან ტროპიკებსა და სუბტროპიკულ ტყეებში. სავანებში, უდაბნოს ოაზისებში და სხვაგა. პალმები კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ ღია გრუნტში, ორანჟერეებსა და ოთახებში. ყოფილ სსრკ-ში ამრავლებდნენ 20 სახეობაზე მეტს ყირიმის სამხრეთ სანაპიროსა და კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად დასავლეთ [[საქართველო]]ში; მცირედ — ზოგან აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია]]შიც. ჩვენს ბაღ-პარკებში ყველაზე ხშირია [[Butia capitata]], [[Chamaerops humilis]], [[Erythea armata]], [[Phoenix canariensis]], [[Phoenix dactylifera]], [[Sabal palmetto]], [[Trachycarpus fortunei]]. ამრავლებენ ძირითადად თესლით. სამშობლოში პალმებს ძალზე დიდი გამოყენება აქვს. ზოგიერთ ტროპიკულ რაიონში მათგან ამზადებენ საკვებ პროდუქტებს. [[ზეთის პალმა|ზეთისა]] და [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმისაგან]] იღებენ საკვებ და ტექნიკურ ზეთს, ბევრი პალმები შაქრის, ღვინის, სპირტის, მცენარეული ცვილის წყაროა. პალმების ღერო ძვირფასი სამშენებლო მასალაა, ფოთლებს იყენებენ ქაღალდის მისაღებად, შენობების გადასახურავად, კალათების დასაწნავად და სხვა.
ანონიმური მომხმარებელი