ბენიამინ ჩხიკვიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
[[ფაილი:Noe Zhordania meets 2nd International delegation. 1920.jpg|მინიატიურა|[[ნოე ჟორდანია]] და ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1920]]
 
ციმბირიდან დაბრუნდა 1917 წელს. [[თბერვლისთებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ მუშაობდა „მოგზაურ პროპაგანდისტად“. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] არსებობის დროს 1917-18 წლებში ეკავა [[სოხუმი]]ს ქალაქის თავის თანამდებობა. ლეჩხუმსა და სამეგრელოში [[ბოლშევიკები]]ს აჯანყების შემდეგ დანიშნეს ქუთაისის საგუბერნიო კომისრად და დაევალა დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული წესრიგის აღდგენა. წესრიგის დამყარების შემდეგ გაგზავნილ იქნა აფხაზეთში. 1919 წელს არჩეულ იქნა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრად და [[თბილისის მერი|თბილისის ქალაქის თავად]]. 1920 წელს საქართველოს მიერ [[ბათუმის ოლქი]]ს შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ჩხიკვიშვილი გეგმავდა ოლქში აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაგრამ მისი გეგმა არ განხორციელდა და ჩხიკვიშვილი გადადგა. 1921 წლის თებერვალში [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა მინისტრის]] მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, შემდეგ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], მცირე ხნით იყო გერმანიაშიც. საფრანგეთში იყო [[ლევილ-სიურ-ორჟი]]ს, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.<ref>[http://www.caucaz.com/home_eng/breve_contenu.php?id=97 ''Leuville-sur-Orge: a little Georgia 25 kilometers away southward from Paris''], by Eva Csergo. CAUCAZ.COM - Article published in 27 December 2004 Issue.</ref>
 
1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება]]ში. ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს [[ჩეკა]]ს რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება [[რსფსრ]]-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით, შემდგომში კი საქჩეკას კოლეგიისთვის შეტყობინება შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა [[გოგიტა ფაღავა]], [[ნოე ხომერიკი]]ს, [[ვასილნოდია]], [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.