ცელულოზა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 61 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q80294)
[[ფაილი:Cellulose-Ibeta-from-xtal-2002-3D-vdW.png|thumb]]
'''ცელულოზა''' ([[ფრანგული ენა|ფრ]]. cellulose [[ლათინური ენა|ლათ]]. cellula-დან «უჯრედი, უჯრედისი») — უჯრედისი [С6Н7О2(OH)3]n, [[პოლისაქარიდი]]; მცენარეული უჯრედის გარსის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიმტკიცესა და ელასტიკურობას სძენს მცენარის ქსოვილებს. ცელულოზა ყველაზე უფრო გავრცელებული ბიოპოლიმერია. მაგ: ბამბის თესლის ბოჭკოებში 95-98% ცელულოზაა, ლაფნის მცენარეების ღეროებში 60-90 %, მერქანში — 40 %, მწვანე ფოთლებში, ბალახში — 10-25%. ცელულოზა აღმოჩენილია აგრეთვე ზოგიერთ უმდაბლეს უხერხემლო ცხოველში. ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში ცელულოზა თითქმის არ მონაწილეობს. ცელულოზა თეთრი ბოჭკოვანი მასალაა (40-50 მმ-დე სიგრძის), სიმკვრივე 1520-1540 კგ|მ³, წყალსა და ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება. ცელულოზის მაკრომოლეკულა D-გლუკოზის რგოლებისგანაა შემდგარი. ცელულოზის ნაწარმები (მაგ: აცეტილცელულოზა, ნიტროცელულოზა და სხვ.) მნიშვნელოვანი ტექნიკური პროდუქტებია. ცელულოზისგან ამზადებენ ქაღალდს, აფსკებს (ცელოფნის პარკებს), პლასტმასებსა და ლაქებს. ცელულოზის ბუნებრივსა და ხელოვნურ ბოჭკოებს ფართოდ იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში.
 
 
== ლიტერატურა ==
*[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], ტ. 11, გვ. 192, თბ., 1987 წელი.
 
 
[[კატეგორია:პოლისაქარიდები]]