იეთიმ გურჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''იეთიმ გურჯი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი''') (დ. [[1875]], [[თბილისი]] — გ. [[15 ივლისი]], [[1940]], იქვე) — [[ქართველები|ქართველი]] სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
 
იეთიმ გურჯი ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის[[დაირი]]ს, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა.
 
[[1905]]-[[1907]] წლებში იეთიმ გურჯი [[ბაქო]]ს [[ნავთობი]]ს სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. ის [[1895]] წლიდან თხზავდა ლექსებს [[ქართ.|ქართულ]], [[სომხ.|სომხურ]] და [[აზერბ.|აზერბაიჯანულ]] ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა „ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა „ახალი მგოსანი და სიმღერები" — [[1911]] წელს, „იეთიმის ახალი ლექსები" — [[1913]], „ტანგო" — [[1914]] და სხვა. [[1928]] წელს [[გრიშაშვილი, იოსებ|იოსებ გრიშაშვილმა]], ხოლო [[1958]] წელს [[თევზაძე, ანდრო|ანდრო თევზაძემ]] გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეთიმ_გურჯი“-დან