ივანე I მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.73.75-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება გაუქმება
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 5:
მხარგრძელი, მისი მამის, სარგისის, ამირსპასალარად დანიშვნის დროს თამარ მეფემ "ითაყვანა დარბაზის ყმად" (ე.ი. კარისკაცად). [[იური ანდრიას ძის აჯანყება 1191|იური ანდრიას ძის აჯანყების]] ([[1191]]) ჩაქრობის შემდეგ ივანეს მეფემ უწყალობა ამ აჯანყების მოთავის [[ვარდან დადიანი]]ს [[სახელო]] — მსახურთუხუცესობა და მისივე სამფლობელო ციხეები აღმოსავლეთ საქართველოში — [[კაენის ციხე|კაენი]] და [[კაიწონი]], აგრეთვე [[გელაქუნი (სომხეთი)|გელაქუნი]]. მხარგრძელი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. თავის ძმასთან, [[მხარგრძელი, ზაქარია II|ზაქარიასთან]] ერთად ის იყო მეწინავე [[სადროშო]]ს ერთ-ერთი [[სარდალი]]. მონაწილეობდა [[შამქორის ბრძოლა (1195)|შამქორისა]] და [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლებში]], კარისა და ხლათის ლაშქრობებში, ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სხვა. მხარგრძელის სარდლობით საქართველოს ლაშქარმა ჩააქრო დიდოელებისა და ფხოველების აჯანყება.
 
მხარგრძელი უფლისწულ [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგის]] აღმზრდელი იყო, რის გამოც მიიღო ათაბაგის ტიტული. ამ დროიდან [[ათაბაგი]] მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა საქართველოს სამეფო კარზე. მან თანდათანობით დაიკავა [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს ადგილი, იქცა მის ნაცვლად, მეორე კაცად მეფის შემდეგ. ივანეს ამირსპასალარობაც ებოძა. თუ აქამდე ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა გაერთიანებული იყო, ამიერიდან ამირსპასალარის სახელო შეუთავსდა ათაბაგობას და დროებით დამკვიდრდა ივანეს სახლში. მანდატურთუხუცესის თანამდებობაკითანამდებობა კი დარჩა ზაქარია მხარგრძელის სახლში.
 
ივანე კონფესიურად თავდაპირველად [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტი]] იყო, შემდეგ მიიღო დიოფიზიტობა. მან დიოფიზიტურად აქცია ახპატისა (პღნძჰანქის) და სანაინის მონასტრები. ივანე დაკრძალეს [[სანაინი]]ს მონასტერში, რომელიც მისი სახლის საძვალედ იქცა.