შოტლანდიის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა კორექტურა.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 23:
'''შოტლანდიის სამეფო''' ([[შოტლანდიურ-გელური ენა|შოტლანდიურად]]: Kinrick o Scotland) — [[სუვერენული სახელმწიფო]] ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, მდებარეობდა კუნძულ [[კუნძული ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] ჩრდილოეთში. დაარსდა [[843]] წელს, [[1707]] წელს გაერთიანდა მეზობელ [[ინგლისის სამეფო|ინგლისის სამეფოსთან]] და შეიქმნა [[დიდი ბრიტანეთის სამეფო]]. შოტლანდიის სამეფოს ესაზღვრებოდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ინგლისის სამეფო. შოტლანდიის სამეფო გაუთავებლად განიცდიდა ზეწოლას მეზობელი სახელმწიფოსაგან, როგორც რელიგიური ისე პოლიტიკური კუთხით. [[1603]] წელს შოტლანდიის მეფე [[ჯეიმზ I (ინგლისი)|ჯეიმზ VI]] ხდება [[ინგლისის სამეფო|ინგლისისა]] და [[ირლანდია|ირლანდიის]] მეფე, აქედან მოყოლებული ამ სამ სახელმწიფოს საერთო მონარქი ჰყავდათ, თუმცა ყოველმა მათგანმა შეინარჩუნდა დამოუკიდებლობა. [[1707]] წლის [[1 მაისი|1 მაისს]] დედოფალმა [[ანა (დიდი ბრიტანეთი)|ანა I]]-მა შოტლანდია და ინგლისი გააერთიანა და შექმნა [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო]]. შოტლანდიის სამეფოს უკანასკნელი ტერიტორიული ცვლილება [[1482]] წელს მოხდა, მას შემდეგ მისი ფართობი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. შოტლანდიის სამეფო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან [[ატლანტის ოკეანე]] ესაზღვრებოდა, სამხრეთიდან ინგლისი, ხოლო დასავლეთიდან [[ირლანდიის ზღვა]].
 
შოტლანდიაში სამეფო გვირგვინი, ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. შოტლანდიის მონარქს თითქმის არასდროს ჰქონია აბსოლუტუტიაბსოლუტური ხელისუფლება, თუმცა ამის მცდელობა არაერთხელ ყოფილა. სახელმწიფო საქმეებს ძირითადად არა მონარქი, არამედ დიდებულთა საბჭო განაგებდა, სადაც შეყვანილნი იყვნენ შოტლანდიაში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი დიდგვაროვნები. მალე ამ საბჭოს პარლამენტი ეწოდა და ქვეყნის მართვის სადავეები თითქმის მთლიანად აიღეს ხელში. პარლამენტი აკონტროლებდა საგანმანათლებლო ორგანოებს, გადასახადებს, საგარეო და საშინაო პოლიტიკასაც კი თუმცა, ისევე როგორც ინგლისში იყო, თუ შოტლანდიის მონარქი არ დაადასტურებდა პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ მას ძალა არ ჰქონდა. მაგრამ მაინც, მთავარი როლი მონარქს ჰქონდა. შოტლანდიის ბედი დამოკიდებული იყო სწორედ მონარქებზე და მათ შვილებზე, სადაურ მეუღლეს აირჩევდნენ ისინი, ასევე მონარქთა განკარგულებაში იყო შოტლანდიის არმია და საზღვაო ფლოტი.
 
შოტლანდიის სამეფოში პირველი კანონთა კრებული გამოსცა მეფე [[ჯეიმზ IV (შოტლანდია)|ჯეიმზ IV]]-მ, რათა აღმოეფხვრა ქვეყანაში გავრცელებული კრიმინალი და ახალი რელიგიები. ასევე [[ჯეიმზ IV (შოტლანდია)|ჯეიმზ IV-]]<nowiki/>მ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის დიდებულთა საბჭო ყოველდღიურად უნდა გამართულიყო [[ჰოლირუდის სასახლე|ჰოლირუდის სასახლეში]], ხოლო ვინც არ გამოცხადდებოდა ის დიდძალ თანხას გადაიხდიდა. [[1532]] წელს დაარსდა იურისტთა კოლეჯი, რომელიც მომავალი დიპლომატებისა და იურისტების პროფესიონალიზმს უფრო აამაღლებდნენ. დევიდ I შოტლანდიის ისტორიაში პირველი მეფე იყო, რომელმაც თავის გამოსახულებიანი მონეტა მოაჭრევინა, ამის შემდეგ ეს ტრადიციად იქცა და ყველა მონარქი თავის გამოსახულებიან მონეტას უშვებდა. [[1300]] წლამდე შოტლანდიურ მონეტებზე მხოლოდ შოტლანდიური წარწერები გვხვდება, თუმცა 1300 წლიდან უკვე ვაწყდებით ინგლისურ და ფრანგულ წარწერებიან მონეტებს, რაც ქვეყანაში ინგლისისა და საფრანგეთის გავლენის ზრდაზე მიუთითებს. [[1603]] წელს ჯეიმზ VI-მ ვალუტა შეცვალა და შოტლანდიური კრონის ნაცვლად ინგლისური ფუნტი გახდა შოტლანდიის ეროვნული ვალუტა. [[1704]] წელს კი შოტლანდიის სახელმწიფო ბანკმა მთლიანად ამოიღო ხმარებიდან შოტლანდიური კრონა და მთლიანად ინგლისურ ვალუტაზე გადაეწყო.
 
შოტლანდიის სამეფოს ფართობი ინგლისის სამეფოს ნახევარია, თუმცა მისი სანაპირო ზოლი ინგლისისაზე ბევრად უფრო გრძელია. გეოგრაფიულად შოტლანდია დაყოფილია სამ ნაწილად — [[შოტლანდიის მთიანეთი]], კუნძულოვანი და შოტლანდიის დაბლობი. სხვა მაღალმთიანი ქვეყნების მსგავსად, შოტლანდიის სამეფოც ნესტიანი და მკაცრი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება, ხოლო შოტლანდიის მოსახლეობა ძირითადად ზღვისპირას ან დაბლობში ცხოვრობს. მისმა მოსახლეობამ 1690 წელს მილიონ ნახევარს მიაღწია. თუმცა როგორც პატარა და ღარიბი ქვეყანა, ისიც მოქცეული იყო სხვადასხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ, ამიტომაც შოტლანდიის სამეფოში უამრავი ენა იყო გავრცელებული, როგორიცაა ირლანდიური, გელური, შოტლანდიური, ინგლისური, ფრანგული და ლათინური. XVI საუკუნეში შოტლანდიის ეკლესიამ დიდი ცვლილებები განიცადა. შოტლანდიაში მოხდა [[პროტესტანტული რეფორმაცია|რეფორმაცია]], რომლიც ინიციატორიც [[ჯონ ნოქსი]] იყო, მისი წყალობით შოტლანდია კათოლიკურიდან პროტესტანტულ რელიგიაზე გადავიდა. შოტლანდიის უკანასკნელი კათოლიკე მონარქი [[მარიამ სტიუარტი|მარია I]] იყო. რეფორმაციის დროს შოტლანდია ორად იყო გახლეჩილი, საშინლად იდევნებოდნენ პროტესტანტები, მოხდა არაერთი შეტაკება და სისხლისმღვრელი დაპირისპირება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. თუმცა საბოლოოდ კათოლიკეები დანებდნენ და შოტლანდია პროტესტანტული სამეფო გახდა, რაღათქმაუნდარაღა თქმა უნდა, ამან დიდი წვლილი შეიტანა სამომავლოდ შოტლანდიისა და ინგლისის გაერთიანებაში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==