ვარლამ სიმონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
|დაბადების ადგილი = [[შემოქმედი]]
|გარდ = [[23 მარტი]], [[1950]]
|გარდ ადგილი = [[შემოქმედიოზურგეთი]]
|წარმოშობა =
|ინსტრუმენტი =
ხაზი 26:
}}
 
'''ვარლამ სიმონიშვილი''' (დ. [[1884]], [[შემოქმედი]] — გ. [[23 მარტი]], [[1950]], იქვე[[ოზურგეთი]]) — ქართველი მომღერალი, [[გურია|გურული]] ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა მეტად ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი 1896 წელს. სურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა. 14 წლის ასაკში მომღერალ-მგალობელ [[ანტონ დუმბაძე|ანტონ დუმბაძის]] მოსწავლე გახდა. 1900 წელს გაიცნო [[სამუელ ჩავლეიშვილი]] და მონაწილეობდა მისი გუნდში. უკვე 19011902 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი [[ფილიმონ ქორიძე]]სთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა [[ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი|ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში]]. ფილიმონ ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები. პირველი გუნდი 1903 წელს ცამოაყალიბაჩამოაყალიბა 15 კაცის შემადგენლობით. 1906 წელს შექმნა გურულ-აჭარული ხალხური სიმღერების გუნდი, სადაც გურულებთან ერთად შვიდი ქობულეთელი შეიყვანა.
 
[[არტემ ერქომაიშვილი|არტემ ერქომაიშვილთან]] და [[დიმიტრი პატარავა]]სთან ერთად ჩაწერა [[საგალობელი|საგალობელთა]] კრებული „11 მარგალიტი“. 20-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს. 1927 და 1935 წლებში წარმატებით გამოვიდა კონცერტებზე [[მოსკოვი|მოსკოვში]].
 
გარდა გუნდების ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა: „გაზაფხული“, „დავების ლხინი“, „წითელი არმიის ოცი წელი“, „ძველი ხელხვავი“, „ადილა“ ს. ჩავლეშვილთან ერთად, საჩონგურო სიმღერები „დილა“, „ახლა ვხედავ, საყვარელო, „საქართველოს მზე ეწვია„, „პატაკი სტალინს“. დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები. სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები [[ესე ჭანიშვილი]], [[დომენტი ქარჩავა]], [[მარგალიტა სადრაძე]], [[შერმადინ ჭკუასელი]], [[ვარლამ ვაშალომიძე]], [[ილარიონ სიხარულიძე]]. 1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა [[1950]] წელს. დაკრძალულია [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მონასტრის]] ეზოში. სოფელშივე მოქმედებდა მისი სახლ-მუზეუმი.
 
==ლიტერატურა==
* ''[[ანზორ ერქომაიშვილი]]'', „ბაბუა“ გვ. 87-90 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1980
* ''ნინო კალანდაძე და ლელა ურუშაძე, „ვარლამ სიმონიშვილი“. წიგნში: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები. გურია, ტ. 1. თბილისი, 2004. „საქართველოს მაცნე“''
{{ქსე|9|353}}
*''გეგეჭკორი ლ''. „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“, წიგნი 1 — თბილისი, 1954
 
==რესურსები ინტერნეტში==
Line 49 ⟶ 51:
[[კატეგორია:დაბადებული 1884]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1950]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 23 მარტი]]
[[კატეგორია:შემოქმედში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ქართველი ლოტბარები]]