გიგოლაანის ეკლესიის ნანგრევი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტე...
(განსხვავება არ არის)

07:44, 12 მაისი 2018-ის ვერსია

არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გიგოლაანში, მიდამოები, ტყეში.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვით; ალაგ-ალაგ ფლეთილი ქვაც არის გამოყენებული. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის სამხრეთი მხარე ოდნავ დეფორმირებულია. შემორჩენილია აბსიდის ჩრდილოეთი მხარე. შეიმჩნევა ნიშის კვალი.

კედლები შემორჩენილია დაახლ. 1-2 მეტრის სიმაღლეზე, შესასვლელი არ იკითხება. მიწის დონე აწეულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვის გროვა.

ლიტერატურა

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული

მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 45