ბერიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 70:
საქართველოში ყოფნისას მოგზაურმა კასტელმა უამრავი პოეტი და მხატვარი ქალი გაიცნო,  მათი პორტრეტები დახატა  და ზოგიერთის გარეგნობა დეტალურად აღწერა კიდეც. აი, როგორ გვაცნობს ის გურიის მთავრის ცოლს, პოეტ ვომინიჯა ბერიძეს: „სადად აცვია, ყელზე აქვს  მარგალიტის ორმაგი მძივი, ფართო მანტიას ირგვლივ ბეწვი გასდევს, ახურავს მარგალიტით მორთული თავსაბურავი, წინ ლეჩაქის ორი ტოტი ჩამოუდის, ქაღალდის გრაგნილზე ფრთიანი კალმით წერს. მას წინ უწყვია ფანქრის სათლელი დანა, დიდი მაკრატელი და ლარნაკი სურნელი საკმევლისათვის“.ამ ჩანახატს ასეთი მინაწერი აქვს: `გურიის კეთილშობილი თავადის მეუღლე პოეტი ვომინიჯა ბერიძე, დიდად ნიჭიერი და სხვადასხვა სათნოებით სახელგანთქმული”.<ref>'''აკაკი ბაქრაძე – დონ ქრისტოფორო დე კასტელის ნახატების თვალიერებისას'''
 
http://georoyal.ge/?MTID=101&TID=78&id=3193&st=50</ref>ძიმითში გორდელაურის, კიბულასა და ჩიტიას გორაკები ეკავა ციხეს, რომელსაც [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ბერიძის ციხედ მოიხსენიებს. ციხის მფლობელი იყო [[ფომინისა ბერიძე]], რომელიც [[ქრისტეფორე კასტელი|ქრისტეფორე კასტელს]] ჰყავს მოხსენიებული. ციხის ეზოში იდგა სასახლე.<ref>''ენვერ გოგუაძე'', „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001</ref>
 
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში ქართველოლოგიის განვითარება უკავშირდება  და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელს. უორდროპი წარჩინებული ინგლისური გვარია. თომა და მარჯორი უორდროპებს სამი შვილი ჰყავდათ: ოლივერი, თომასი და მარჯორი. საქართველოში მოგზაურობის დროს ნიგოითის შემდეგ უორდროპებს ჯერ მოუნახულებიათ ჯუმათის მონასტერი, შემდეგ წასულან სუფსაში, სადაც ორი დღე გაუტარებიათ მთავრის რეზინდეციაში_ტელემაქ გურიელის, ცნობილი ქართველი პოეტის მამია გურიელის, ძმის ოჯახში.ოლივერს ნინოს (ნინო ბერიძე, ტელემაქის მეუღლე)დიდად განათლებული დის, ვენერას შერთვა სდომებია, მაგრამ ნათესავებს არ უქნიათ, უთქვამთ:მაგ სიშორეზე როგორ უნდა გავათხოვოთ, ხომ სამუდამოდ დაგვეკარგებაო~. სიკვდილის წინ მარჯორი თხოვდა თურმე ძმას, საქართველოში წადი, ვენერა შეირთე და ჩემი ნივთები მას მიართვიო. ოლივერი ამ მიზნით ჩამოსულა კიდეც საქართველოში, მაგრამ ვენერა უკვე როსტომ წერეთელზე ყოფილა დანიშნული. ოლივერი ინგლისში გაბრუნებულა, ოღონდ ვენერასათვის ჩამოტანილი ნივთები უკან აღარ წაუღია და დიდი მორიდებით მისთვის მიურთმევია, როგორც მარჯორის ნაანდერძევი. შემდეგში ოლივერმა ცოლი შეირთო და შვილს ფარნაოზი დაარქვა. ქალი რომ ყოფილიყო, ვენერას დავარქმევდიო~_ იწერებოდა თურმე.~(პაპუნა წერეთელი, მამია გურიელი და მისი ძმები,საქართველოს ქალი,~#1, 1973 წ. გვ.17-18)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერიძეები“-დან