გაეროს განვითარების პროგრამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გაეროს განვითარების პროგრამა''' (United Nations Development Programme, UNDP) - დაარსებულია [[1965]] წელს [[გაერო|გაეროს]] [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გენერალური ასამბლეის]] გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.
 
გაეროს განვითარების პროგრამას აქვს ოფისი 177 ქვეყანაში და ფაქტობრივად წარმოადგენს გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა [[გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო|ეკონომიკური და სოციალური საბჭოს]] მიერ 3 წლის ვადით. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია [[ნიუ-იორკი]]. ამჟამად მისი ადმინისტრატორია [[ჰელენ კლარკი]]. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას [[გარემოს დაცვის გლობალური ფონდი|გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის]] (GEF).