საქართველოს სახელმწიფო დროშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 50:
 
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს [[ზოგადქრისტიანული სიმბოლო]], როგორც [[ჰერალდიკური ნიშანი]], პირველად [[1099]] წელს ჯვაროსან [[გოდფრუა ბუიონელის]] გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.
ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, [[იერუსალიმი|იერუსალიმს]] განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: [[გოდფრუა ბუიონელის გერბიბუიონელი]]ს გერბი, [[იერუსალიმის გერბი]] და [[წმინდა ნიშანი]].
ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა [[ანჯელინო დულჩერი]]ს [[პორტულანი|პორტულანზე]] ([[1339]]წ.) და [[ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანები]]ს პორტულანზე ([[1367]]წ).